გული და ნასკები

გული და ნასკები. ჰმ… აქვს ამ ორს რაღაც საერთო. ამაში მაშინ ვრწმუნდები, როცა შიშისგან ფეხსაცმელებზე, ფრჩხილებზე და თმის ბოლოებზეც ვგრძნობ პულსაციას. ამას კიდევ რა უჭირს, ყურებში დაუსრულებელი წუილი და არითმიული გრუხუნი დამავიწყდა? ასე უნდა გაგრძელდეს კიდევ 6 საათი, ანუ სანამ საგამოცდო სექტორში გამოვცხადდები და ისტერიული სიცილის შეკავებას ვეცდები.

მინდა ქარმა წამიღოს, მაღლივში რომ ავალ. კიდევ, ჩემი სანატრელი ორი აგური მინდა. მინდა მაგარი კბილები მქონდეს, რომ ნერვები კაგად დავიჭირო.

მინდა დაძინება შევძლო, სანამ მაღვიძარა დარეკავს. მინდა დილით ძალიან არ ციოდეს, არ ბნელოდეს, მარშუტკამ დიდხანს არ მალოდინოს და რომ ავალ, ფანჯარასთან ადგილი თავისუფალი დამხვდეს. ვაიმეეეეეე, მგონი ვგიჟდები.

მეშინია ამ ოხერი გამოცდების, ვაჰ!

Posted on 15/01/2011, in me, myself, I and tagged , , , , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. რა ქარი, დღეს მზიანი ამინდი იყო მაღლივსა ზედა🙂
    მე სულ მოუმზადებელი მივედი და კმაყოფილი გამოვედი :დ
    იმედია, შენც კარგად დაწერე :*

  2. მაღლივი გულნატკენს არავის ტოვებს😀 :*

  3. რახან იქიდან ცოცხალი გამოვედი…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: