მე(ც) ვხედავ მზეს

ცოტა კი დავაგვიანე, მაგრამ, როგორც იქნა საბაბი მომეცა, ამ ტეგ-თამაშში ჩავბმულიყავი. მგონი კარგი წამოწყებაა და გამიხარდება თუ გაამართლებს. ადამიანებმა დადებითი ემოციების გამოხატვაც უნდა ისწავლონ, თორემ მტერმა უსმინა მთელი ცხოვრება წუწუნსა და ბუზღუნს.

მოკლედ, დღეს, როგორც იქნა დაირღვა ჩემი ორკვირიანი მდუმარებისა და სახლში ჯდომის ხანა. ყველაზე საპასუხისმგებლო გამოცდა მოვიშორე და ასე მგონია 20 კილო დავიკელი წონაში. დღეს ყველაზე მზიანი და ნათელი დღე იყო 2011 წლის თხუთმეტდღიანი არსებობის ისტორიაში. გამოცდიდან გამოსული სულ ზევით, კიბის სათავეში ვიდექი და მზეს პირდაპირ თვალებში შევცქეროდი. მეტი მე რა მინდა? გარეთ მზე დამხვდა, ჰოდა ხარბად მივეფიცზე, სანამ სხვებს ველოდებოდი. მერე ციყვიც (თიკო) გამოვიდა. ბევრი აღარ უბუზღუნია როცა ისევ მისი “უსაფრთხოების ღვედის” ფუნქცია შევითავსე. მიხარია, რომ ახლა ცოტათი მაინც აღარ მენატრება.

გზად, როგორც იქნა მეღირსა და წიგნების მაღაზიაში გამოვიარე. “როგორ გავხდი იტიოტი” მინდოდა მეყიდა. საშინლად მაინტერესებს. ამაღამ მთლიანად წავიკითხავ.

ასე დასრულდა ჩემი მზიანი გასეირნება. იმედია ეს განწყობა დიდხანს გამყვება🙂

Posted on 15/01/2011, in სხვადასხვა and tagged . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. იიი… წიგნების მაღაზიააა…❤ მეც მაინტერესებს ეგ წიგნი… ^_^ ვიყიდი ამ დღეებში და ჩუმად წავიკითხავ, საკუთარმა თავმა რომ არ გამიგოს, თორემ წუწუნს დაუწყებს, ამდენი გაქვს სამეცადინო, რა გეწიგნებაო?!😀

  2. ეჰ არა რაა. თქვენ გაიგეთ ამ თამაშის არსი. ამ პოსტისგან განსხვავებით წინა პოსტი წუწუნსა და დეპერესიაზეა, შესაბამისად თამაშის პრინციპებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე ის წინა პოსტი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. “დასკვნა”
    თქვენ ამ თამაშმა “გაიძულათ” უარყოფითი და დადებითი პოსტების გარჩევა ერთმანეთისაგან, რაც არ უნდა მომხდარიყო, იმიტომ რომ თქვენ მაქსიმალურად უნდა შეგეკავებინათ თავი ერთი თვის განმავლობაში უარყოფითი პოსტებისაგან წერისა.

    აბა დაუკვირდით რა შეიცვლება თქვენში თუ ერთსაც დაწერთ და მეორესაც, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ პოსტებს ერთმანეთისაგან განაცალკევებთ?

    მემგონი გარკვევით აგიხსენით ის რისი თქმაც მინდოდა. თუმცა ნება თქვენია, ბლოგიც თქვენია, მკითხველიც და ემოციაც. როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე მოიქეცით.🙂

    პ.ს. პირველად დავწერე ამხელა კომენტარი. :))

    • გასაგებია რისი თქმაც გინდოდა. ოღონდ პირიქით რომ ყოფილიყო, მაშინ დაგეტანხმებოდი, ანუ დადებითის შემდეგ რომ უარყოფითი დამეწერა.
      სანამ მზეს დაინახავ, ჯერ ხომ სიბნელეა😀

  3. kargi dge gqonia. gamocdebi chven titkmis kvela kviris bolso gaqs shesabamsiad amosuntqvas ver vascreb xolme chabarebis shemdeg, imitomm rom momdevno gamocdistvis vemzadebi xolme.

  4. ვაიმე რა კარგიააა ნეტა მეც ასეთი ბედნიერი გამოვიდე გამოცდიდან 18-ში და მზიან კია რა ასტრონომიულ პოსტს დავწეეეეეეერ : ))))
    p.s. წიგნებს ვერც მე ველევი და ჩუმად ვკითხულობ🙂 სინდისი სულ არ მაწუხებს😀

  5. როგორ გავხდი იდიოტი❤ წაიკითხე, მოგეწონება❤

  6. mogviyevi mere mag wignze

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: