მე და ჩემი უსაქმურობა

დილით ისევ მოღრეცილი კისრის ტკივილმა გამაღვიძა. სანამ თვალების გახელას და ბალიშიდან თავის აწევას ვცდილობდი, ამასობაში ჩემი უსაქმურობაც გაიზმორა და რაღაც ამოილუღლუღა. ცოტა ხანს კიდევ დაიძინე, დღეს მაინც არაფერი გაქვს საქმეო. ჰოდა მეც დავუჯერე, სანამ კისერის ტკივილმა თავისი არ გაიტანა. მგონი დროა პირქვე ძილს გადავეჩვიო, თორემ მარხნივ ვეღარასოდეს შევაბრუნებ თავს.

უსაქმურობა მშვიდი და უპრეტენზიოა, თუმცა მაინც სჭირდება გართობა. აბა ისე ხომ მოსაბეზრებელი იქნება? ჯერ მითხრა, წამო, სადმე გავისეირნოთო, მაგრამ სიცივეში გარეთ გასვლა ჩემზე მეტად მაგას ეზარება. ბოლოს ვარჯიშზე და ცხელ შხაპზე დავთანხმდი, თვითონ კი სახლის მილაგებაში მომეხმარა იმ იმედით, რომ დღეს მეტად აღარ შევაწუხებდი.

მე და უსაქმურობა ბოლო დროს ძალიან დავმეგობრდით. განსაკუთრებით არდადაგების პერიოდში იცის შემოჩვევა. მიეჩვია, რომ დილით ჩემთან ერთად უნდა გაიღვიძოს. მერე ერთად ვიბოდიალებთ პიჟამოებითა და ყავის ფინჯანით. უსაქმურობას ისეთ რამეებზე უყვარს ფიქრი, რაზეც მე. აი ისეთებზე, სხვებს რომ სულ არ აინტერესებთ და მოგცლიაო მეუბნებიან. ჩვენ შეგვიძლია ისეთი რამეებით გავერთოთ, რაზეც სხვები მოწყენილობით კვდებიან. შეგვიძლია ერთსა და იმავე მუსიკას  ზედიზედ 30-ჯერ მოვუსმინოთ და არ შეგვძულდეს, ერთი და იგივე წიგნი 17-ჯერ წავიკითხოთ და არ მოგვბეზრდეს. მერე გლობუსი დავატრიალოთ და სადაც გაჩერდება, ის ადგილი Google Earth-ით გადავჩხრიკოთ. ზოგჯერ, როცა კომპიუტერის კლავიატურა მოგვბეზრდება, პიანინოს მივმართავთ და იმ მელოდიებს ვუკრავთ, რაც გაგვახსენდება.  ნოტების გარჩევა უკვე აღარც გვახსოვს და არც გვჭირდება.

უსაქმურობა დიდი ჯიუტი ვინმეა. თუ რამე აიჩემა, ვერაფრით გადაათქმევინებ. იმ დღეს მთელი თაროები გადამაქექინა ანდაზების წიგნის ძებნაში. გადაწყვიტა, რომ მისი წაკითხვა ერთდროულად ბევრ რამეზე დააფიქრებდა. ბოლოს მოიფიქრა, რომ საფიქრალი არც არაფერია, როცა საქმე აქსიომებს ეხება და დამშვიდდა.

მალე საღამო მოვა და უსაქმურობაც ჩემთან ერთად შემოჯდება ფანჯრის რაფაზე, მთვარის საყურებლად. ასეთი უსაქმურობა მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანს, რადგან მერე მთვარე ისევ დაიმალება და ჩვენც ახალი უსაქმურობის მოფიქრებას მივყოფთ ხელს.

აი ასე ვერთობით მე და ჩემი მეგობარი უსაქმურობა მანამ, სანამ შეგვიძლია და ჯერ კიდევ გვეპატიება. ვიცით, რომ მალე მოგვიწევს ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ და დავემშვიდობოთ. თუმცა მპირდება როცა მოგენატრები მოგინახულებ ხოლმეო.

Posted on 21/01/2011, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. : )))) კარგი პოსტია. რაღაც ისეთი… ბოლომდე შეგიცნია ეს შენი უსაქმურობა. ნეტა მე როდის გავიცნობ ჩემს სიზარმაცეს იმ დონეზე, რომ ხელი ჩამოვართვა და ვთხოვო, ცოტა უფრო იშვიათად მესტუმროს : )

  2. მომწოოოოოოოონს!!! უკვე ჩემი ფავორიტი პოსტია ამ ბლოგზე! როგორ ზუსტად არის აღწერილი შენი, ჩემი,.. ჩვენი მეგობარი უსაქმურობა! საყვარელი ხარ მარ ძალიაააა :*
    p.s. ხო მეც პირქვე მძინავს🙂

  3. ნამდვილად მჭირდება,რომ ხელი ჩამოვართვა და დავემშვიდობო ჩემს მეგობარ უსაქმურობას …

  4. LiLaC – ალბათ ჯერ საკმარისად უსაქმური არ ხარ😀
    salolas – ყველაფერი გესმის :*
    just smile – ეგ დროც მოვა🙂

  5. მე ორივე მიყვარხართ, შენც და შენი უსაქმურობაც❤

    პ.ს ის დაგავიწყდა, შენი უსაქმურობა რომ გეჯუჯღუნება ნათიას მიწერე სად არის როგორ არის ვისთან არის რატო არისო და შენც რომ ტანხმდები ხოლმე ^^

  6. სასწრაფოდ უნდა გავიცნო დედაშენი და ვუთხრა, რომ ჯერ კიდევ სანამ ყველაფერი გვიანი არაა, რამენაირად იჩლიჩოს და პატარა დაიკო გაგიჩინოს😀

  7. მომეწონა პოსტი : )

  8. usaqmurobav – araraoba unda gerqvas shen! @ me🙂

  9. რა ნაცნობ ტკივილზე საუბრობ პირველ აბზაცში, შენ ხომ ვერ წარმოიდგენ…
    და მე და უსაქმურობა კი, სულ ვმეგობრობდით… სიზარმაცეც ჩვენიანია🙂

    • სიზარმაცესთან იმ დღეს ჩხუბი მომივიდა და… აუ, დიი, ნუ დაიკარგე რაა :* :* მომენატრეეეე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: