რეფორმები

აღარ მახსოვს უკვე რამდენ პოსტში დავწერე, რომ გამოვსწორდებოდი და კეთილსინდისიერად შევასრულებდი ჩემს ვალდებულებებს, მაგრამ სანამ საკადრისად არ დავისაჯე, იქამდე ვერ მოვედი ჭკუაზე. ეკონომეტრიკის “შეტენვა” ისეთი შემოლაწუნება იყო, აღარ მინდა ოდესმე კიდევ განმეორდეს მსგავსი რამ. იმედია ახლა მაინც მივხვდები, რომ არ შეიძლება სერიოზული საქმეები იღბალს მიანდო  და დაიძინო. ჰო, იმ პერიოდს მართლაც “სანამ მე მეძინა” ერქვა. რაღაც-რაღაცები აღარც მახსოვს. ბევრი რამ გამომრჩა სასწავლი.

მოკლედ, ახალი სემესტრიდან მაკროეკონომიკის სწავლას ვიწყებ. ამას ველოდი მთელი 3 სემესტრი. ვაპირებ მოდულადაც ავირჩიო, თუმცა მეუბნებიან, რომ ამით საკუთარ თავს ვუთხრი სამარეს, რომ ნერვები არ მეყოფა ამდენი რთული საგნის სასწავლად, რომ ამ პროფესიით სამსახურს ვერსად ვიშოვნი… მაგრამ აი დარდი! თუ მაინც ამ ფაკულტეტზე ვსწავლობ, მინდა ის მაინც ვისწავლო, რაც მაინტერესებს. თან მთელი 4 წელი არ მინდა ისეთ რამეს შევალიო, რასაც ისედაც ვისწავლი უფრო სწრაფად და ადვილად. ესეც ასე!

ჰო, კიდევ ბლოგზე მინდა რაღაც ახალი გავაკეთო. არ მინდა მოკვდეს, თორემ ძალიან დამენანება. თუმცა ისიც არ ვიცი რა ვუყო. რაღაც-რაღაც იდეები მაქვს, მაგრამ უკიდურეს შემთხვევამდე არ ვაპირებ მიმართვას. მინდა ბოლომდე ჩემი იყოს და რაღაც მასაზე გათვლილი სისულელეები არ გამოვურიო, 1 წლის მერე რომ აღარც მემახსოვრება რისთვის დავწერე.

კიდევ ერთი აზრი მიხიცინებს თავში და არ ვიცი რა მოვუხერხო. უკვე ერთ წელზე მეტია სარკიდან მომზირალი ჩემი ორეული სულ ერთნაირად გამოიყურება. მხოლოდ გამომეტყველებას იცვლის ხოლმე, მაგრამ ეგ არ ითვლება. უკვე მომბეზრდა ასე, მაგრამ არ ვიცი რა შევცვალო. თმის შეღებვას ვერიდები, არ მინდა გაფუჭდეს. შესაჭრელადაც მენანება… ბევრი პარიკი მინდა მქონდეს და ისეთი გრიმის გაკეთება ვისწავლო, სულ სხვანაირი რომ გავხდები და ვერავინ მიცნობს. ჰოდა ასე გადაცმული ვივლი და ვიხალისებ. სარკიდანაც ყოველ დღე სხვანაირი მარი გამიღიმებს.

კიდევ რაღაც მქონდა მოფიქრებული, მაგრამ დამავიწყდა. წავალ, ისევ “საერთაშორისო ბიზნესს” ჩავუჯდები.😀

Posted on 28/01/2011, in me, myself, I. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. შენადა ,,,, თმის შეღებვა მე მინდა :დ
    ჩემს გულში იჯექი?:დ

    • მემსგავსები-მეთქი, ხომ გეუბნები. ჯერ მჩხიბავობა დაიწყე, მერე მოგულჩვილო გახდი, ახლა თმის შეღებვაო… ჰმ… არ გინდა ფლეილისტი დაგიკოპირო? :)))

  2. ერთ სე,ესტრში 7 საგანი და ჩაგდებული საგანიც მოყომარდება ჯიგრულად😉

  3. ოღონდ მაკრო არა😀

  4. უფ, მე მერამდენედ შევიღებე თმა და საერთოდ არ გამფუჭებია :ჵ

    • 14 წლიდან ვიღებავ და უკვე ვამჩნევ დღითიდღე რარიგ უჯიშო ხდება😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: