ანტიმწეველური ბუზღუნი

ვზივარ და ახალი პოსტის ფანჯარას შევცქერი. ქვედა ტუჩის ნახევარი კბილებით მიკავია, მეორე ნახევრით – გვერდულად ვიღიმი. როგორც წესი, ასეთ დროს რაღაც “ისეთის” დაწერას ვცდილობ, ზოგჯერ რომ ვიცი ხოლმე. რაღაც მაწუხებს. ჩემი თმა, რომელსაც დილით ჯერ კიდევ შამპუნის სუნი ასდიოდა, ახლა საშინელი გამონაბოლქვით ყარს. გაუხეშებულია და გამჭვარტლილი. თუმცა რა ეგოისტი ვარ, დიდი ამბავი ჩემი თმა, ვითომ ვერ დავიბან თუ რა? ხალხს მასეთი სუნი ფულტვებში ასდით და დღითიდღე ეწამლებათ მთელი სასუნთქი სისტემა.მე კი ჩემს თმაზე ვწუწუნებ, მაგრამ ადამიანები ხომ ეგოისტები ვართ? ასე რომ სხვისი ჭირი – ღობეს ჩხირიო, ბატონო!🙂 მე მხოლოდ ჩემი თავი და სიგარეტის ნამწვავებით დაბინძურებული გარემო მადარდებს.

ჯერ ქუჩაში დააგდებ, თვიდან გერიდება, არავინ დაგინახოს. მერე ანთებულს პირდაპირ ჩაუძახებ სანაგვეში, მერე აივნიდან მოისვრი და ბოლოს ჩუმად, ისე რომ მეზობლებმა არ დაგინახონ, მთელს საფერფლესაც გარეთ გადაფერთხავ, აბა სანაგვეში თუ ჩაყარე, სახლში ხომ დამწვარი ფერფლის სუნი დადგება? ჰაერის დაბინძურებაზე ლაპარაკს აღარ დავიწყებ. ვიცი, დანჯღრეულ მოსკვიჩებსა და ჟიგულებს მაინც ვერ შეედრებით ბოლვაში.

არა, ეს პოსტი ისეთი არ გამომოვიდა, როგორიც მინდოდა. დიდად ნუ გეწყინებათ. უბრალოდ ჩემს თმაზე და დაბინძურებულ გარემოზე ვღელავ, თორემ აბა რაში მაინტერესებს თქვენი ფილტვები🙂

Posted on 29/01/2011, in ეს საინტერესოა. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. პიროვნებები და სახელები დაიდოს :დ

  2. თუ არ გადარდებს სხვისი ფილტვები მაშინ რა გინდა ვერ გავიგე კაცო :დ

  3. თუ სათქმელი გაქვს რამე, პირდაპირ უთხარი , რას დატანჯე ეს გოგო პოსტებში გამოთქმული საყვედურებით :დ

  4. აუ, შენც უნდა დაგაწყებინონ :დ

  5. ისეთი დამაფიქრებელი პოსტია, რომ “ნერვიულობისგან” სიგარეტს მოვუკიდე…🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: