ახალი ცოცხი

ბოლო დროს ანდაზებზე ხშირად მეხსნება პოსტის დაწერის მუზა. ახლა “ახალი ცოცხი” დავიჩემე. არ დამიწყოთ ახლა ამისი რეალური მორალის ახსნა (ისედაც ვიცი).

ახალი წლის წინა დღეებში დედაჩემს ყოველთვის ახალი ცოცხი მოაქვს სახლში. ძველი, რომელმაც მთელი წელი ნაგვის ხვეტვაში გაატარა, ახლა თვითონ ხდება ნაგავი. საწყალი ძველი ცოცხი. ერთ დროს ხომ ისიც ახალი იყო და კარგად გვიდა. თავიდანვე იცოდა, რომ ოდესმე თავისი წინამრბედის ბედს გაიზიარებდა. სულ მეცოდებოდა ძველი ცოხი, დედა გადასაგდებად რომ გაამაზებდა ხოლმე… მაგრამ რას იზამ, ახალი ცოცხი უკეთ გვის და თვალსაც უხარია მისი დანახვა. თუმცა ერთი გამონაკლისი ცოცხიც მახსოვს, რომელიც ახალ  წლამდე 1 თვით ადრე, შემთხვევით გადატყდა და სინანულით მოგვიწია სახლიდან მისი გასტუმება.

მორალი: როცა ახალი ცოცხის გამოჩენას იგრძნობ, ჯობია მიხვდე და შენით გახვიდე, სანამ ძველი ცოცხის სტატუსით მოგისვრიან.

Posted on 30/01/2011, in ეს საინტერესოა and tagged , . Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. ამ გამოცდებმა ბოლო მოგიღო რა:/

  2. ახალი ცოცხი კარგად დაფრინავს ^_^

  3. ოჰ, სად უნდა წახვიდე, პირიქით, უნდა მიხვიდე და ის ახალი ცოცხი წელში გადატეხო, რომ გამოსაყენებლად უვარგისი იყოს :ყეს:

  4. ახალ წლამდე გატეხილი ცოცხი ყოფილა ყველაზე მაგარ პონტში ^_^

  5. თვითლიკვიდფაცია მოახდინა ძველმა. რა ცუდი გრძნობაა ;/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: