ჩემი მეგობრები

მეგობრები ხომ ყველას გყავთ? მეგობრები თუ არა, მეგობარი მაინც. თუ ეგეც არ გყავთ, გულწრფელად მეცოდებით. მე ბევრი მყავს (მეგობარი). მათი სიყვარულის შესახებ არ დავიწყებ ახლა ამბების მოყოლას. მხოლოდ იმას ვაპირებ, ჩემი ორი, ყველაზე გამორჩეული და განსხვავებული მეგობარი გაგაცნოთ. ისინი… ოჰ, ეს ორი, ყველაზე ერთგული და გამორჩეული არსება დედამიწის ზურგზე. ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან, როცა რამე მიჭირს, როცა მიხარია, როცა ვერთობი ან როცა უბრალოდ მუსიკის მოსმენა მინდა. ჩემგან არაფერს ითხოვენ. ყოველთვის იციან როგორ უნდა დამელაპარაკონ, ჩემი ხასიათის შესაბამისად. მეც მეტი რა მინდა? ჩავეხუტები ხოლმე და ვუსმენ. ისინი კი უბრალოდ მელაპარაკებიან და ყველაფერი კარგადაა. ზოგჯერ, როცა სადმე შორს მივდივარ, ისე მენატრებიან, ხანდახან წარმოვიდგენ, რომ სადღაც აქვე არიან და მათი ხმა მესმის. ისინი თითქმის იდენტურები არიან. ზოგჯერ ზუსტად ერთნაირად, ზოგჯერ კი შეთანხმებულად ლაპარაკობენ. მოკლედ, პირდაპირ გაგაცნობთ.

Genius SP-J06

Posted on 05/02/2011, in მწვანე პოსტები and tagged , , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. აფრენ შენ (ნოდ)

  2. მარტოსულის თვითგვემაა თუ რა არის ეხლა ეს? ყველამ დაგიკიდა და ზურგი გაქცია? რომ ეს უსულო არსებები ჯობია ადამიანებს?

    კაი მაარ რა :*

    • მარტოსული თავი გაბია, თუ კაია😛
      ისე, უსულო საგნები უფრო ნაკლებად გვაბეზრებენ თავს და არ შეიძლება მათ ეს ღირსება დავუკარგოთ.

  3. კაი დასასრულია😀

  4. ზუსტად ეგეთი ორი მყავს სახლში❤

    • რად გინდა მერე, ხმას მაინც არ გცემენ ^_^
      თუ ყურსასმენები არ გაიკეთე, მუნჯია შენი დინამიკები ისე ;დ

  5. : ))) სურათის ქვემოთ მეგობრების დახასიათებას ველოდი და რომ არ დაიწყო, მეთქი ალბათ შემდეგ პოსტში იქნება )))

    • ისე, მათ შინაგან სამყაროსაც ვიცნობ. ერთხელ გადაიწვა და შევაკეთე.

  6. მეც ზუსტად ასეთი მეგობრები მყავს😛

  7. ბოლო წინადადებამ დაგლიჯა :))))

  8. chemi megobris megobari chemi mteria

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: