უცნობი მუსიკა

იცით, მე ჩემი მუსიკა მაქვს. არა, მე კი არ დამიწერია, ან განა ვინმეს უჩუქებია ჩემთვის. უბრალოდ ის ისაა, რისი გაგონებაც ყველაზე მეტად მიყვარს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ გაზაფხულის ერთ მწვანე დილას, პირდაპირ ჰაერიდან გაჩენილმა ჰანგებმა გამომაფხიზლეს. გამიკვირდა. მანამდე არასოდეს გამეგო მსგავსი რამ, ჰოდა მივყევი. ყოველ მომდევნო ნოტს წინასწარ ვცნობდი, ისიც თანდათან იცვლებოდა და მეც მასთან ერთად გადავდიოდი მინორიდან მაჟორში. იმდენად შორიდან ისმოდა, მხოლოდ ახალგაღვიძებულზე, გამახვილებული სმენით თუ მოახერხებდი აღქმას.

როგორ მიხაროდა, რომ ვიპოვნე. ვცდილობდი ხშირად მომესმინა, რომ უფრო უკეთ დავკვირვებოდი. იმდენად ჩემი იყო, რომ ზოგჯერ თავი მისი ცოცხალი ანარეკლი მეგონა. არადა ის მუსიკა იყო, მე კი მხოლოდ ადამიანი ვარ. ადამიანს შეუძლია მისი მოსმენა, მუსიკა კი… ის ცივი და ხელშეუხებელია, დაუსრულებელი. სხვა ჯიშისაა და სულ სხვა განზომილებაში ცხოვრობს. ჩვენ მხოლოდ მისი ხმის გაგონება შეგვიძლია, თანაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევეცდებით.

P.S: პოსტი დაუსრულებელს იმიტომ ჰგავს, რომ ბოლო ორი აბზაცი მოვაშორე😛

P.P.S: გისურვებთ თქვენი მუსიკაც  ასეთი არ გამოდგეს😉

Posted on 07/02/2011, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა, music and tagged . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ბოლო ორი აბზაცი დაიდოს ^^

  2. სად დევს აბა?:დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: