ახალი თვალები

გაფრთხილება: ამას მხოლოდ იმიტომ ვწერ, რომ დიდი ხანია არაფერი დამიპოსტავს. თანაც ვიცი,  ხვალ ეს დღე უკვე მეხსიერების ნაწილი გახდება არ მინდა მთლად ასე იყოს.

მოკლედ, რით არის ეს დღე განსაკუთრებული? ისეთი არაფერი.  დღესაც ისევ ის მუსიკა დარეკა მაღვიძარამ, რომლითაც ღამე ვიძინებ. ე.ი. ერთი და იგივე მუსიკა მაძინებს და მაღვიძებს, აგერ უკვე რა ხანია. ხოდა მეც წამოვხტი, ჩავიცვი ჩემი იღბლიანი ჟაკეტი და წავედი ქარში, როგორც… ხო, თან მუსიკასაც ვუსმენდი. დროდადრო წიგნსაც ჩავხედავდი ხოლმე, რამე ხომ არ დამავიწყდა-მეთქი. არა, ყველაფერი მახსოვდა. გამოცდის შედეგის გამოსასწორებლად კბილებამდე ვიყავი შეიარაღებულ-მომზადებულ-შემართებული.

ოდესღაც, როცა დედა სკოლაში ძალით მაგდებდა, როცა სადმე წასვლას, მთელი დღე სახლში ძილი მერჩია, ვფიქრობდი, რომ ჭამა საუკეთესო საშუალება იყო მეცადინეობისათვის თავის ასარიდებლად. ახლა კი მგონია, რომ მეცადინეობაა საუკეთესო საშუალებაა 1000 უსაქმური აზრისაგან თავის დასაძვრენად.

მინდა კიდევ იყოს ასეთი დღეები, როცა ყევლაფერს რეალური თვალებით აღვიქვამ და არაფერს არ გავექცევი. უკვე შევეგუე, რომ ამ სამყაროში ჩემი საკუთარი, პარალელური ლიანდაგით ვმოძრაობ, რომელიც არსად არ ჰკვეთს იმ ძირითადს, მაგრამ მთავარია ისე ძალიანაც არ დაშორდეს, რომ სადმე გადავიკარგო.

Posted on 11/02/2011, in me, myself, I. Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. ბოლო აბზაცზე ეს პოსტი გამახსენდა😀
    http://bit.ly/hu8WF2

  2. ძალიან მაგარი ბლოგია. ძალიან მომეწონა

  3. აჰ.. მე დღემდე მშივდება , როცა სამეცადინო მაქვს ^_^

  4. კი, ნამდვილად – მეცადინეობა საუკეთესო საშუალებაა არამარტო უსაქმური, სულელური აზრებისგან თავდასაღწევადაც.
    ეს საკუთარი გამოცდილებიდან🙂

  5. არის შემთხვევები როცა კვეთს იმ მთავარს ხოლმე ^^ უბრალოდ ეს “კვეთა” ხელიდან არ უნდა გაუშვა.

  6. მე აზრები მეცადინეობისას შემომაწვება ხოლმე, ალბათ იმიტომ რომ აზრები მეცადინეობისგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია ^_^

    • ჰო, ქვეცნობიერად გავურბივართ უსიამოვნო ვალდებულებებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: