სხვანაირი

ცოტა ხნის წინ ძველ რვეულებს ვახარისხებდი.  პირველ კურსზე დაწერილ მათემატიკის კონსპექტს წავაწყდი და გადავათვალიერე. მაინტერესებდა ღირდა თუ არა შესანახად. ბოლო ფურცლები, რა თქმა, უნდა ჩაკეცილი დამხვდა. ზედ რაღაც ეწერა, ჩემი ანბანით. ეს ერთი წლის წინ მივაჯღაბნე, მათემატიკის ლექციაზე ჯდომისას, ახლა კი გადავწყვიტე გამეშიფრა და გამეხსენებინა რაზე ვფიქრობდი.

“…ნეტავ რატომ იწვევს ყველაში ასეთ გაოცებას, ან ასე ირონიული მზერით რატომ ხვრეტენ. ნუთუ ასეთი სხვანაირია? შეიძლება არის, მაგრამ რას ერჩიან? ასეთი ცუდია? ვის რას უშავებს? ალბათ შურთ მისი, რადგან სხვებზე კარგია, მაგრამ უკეთესებიც ხომ არსებობენ? არ ვიცი…”

აი ასეთი რამეები მიკვირდა ოდესღაც. პრინციპში, ახლაც კი მიკვირს, მაგრამ ახლა უკვე მივხვდი სადაცაა დამარხული ძაღლის თავი.

ზოგისთვის “სხვანაირობა” ზედმეტი ტვირთია, ზოგი მშვენივრად იფერებს. ზოგი კი ვერც კი ხვდება, რომ თეთრი ყვავია და ბედნიერად ცხოვრობს თავის სტიქიაში, სანამ…

ადამიანები დაუოკებლად მიისწრაფვიან სიმარტივისაკენ. ამასობაში ბევრი ისეთი რამის აღქმის უნარს კარგავენ, რაც არსებობს და მაინც ვერსად გაექცევი, რამდენიც არ უნდა აიგნორო.

როცა ბერკეტისა და ჭოჭონაქის გარდა არაფერი გინახავს, უფრო რთულ მექანიზმებთან შეგუება თავისთავად გიჭირს.

Posted on 16/02/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. დასკვნა მომეწონა🙂 მთლიანად პოსტიც.

    ქსენოფობია თანამედროვე ქართული სენია. არადა, არ იყო ასე😦

  2. რა უცნაურ პოსტებს წერ.. კიდე მე მეტყვი მსჯელობო❤

    • რა არის უცნაური? არანაირ ქვეტექსტს არ მოიცავს. ჩვეულებრივი პოსტია.

  3. ყველა ადამიანშია რაღაც უცნაური და სხვანაირი.
    ბევრი მალავს ზუსტად იმიტომ, რომ საზოგადოების აზრის ეშინიათ.

  4. ყველა უცნაურია, ზოგი ხაიათით ზოგი გარეგნობით ზგოი აზროვნებით და ა.შ

  5. სანამ გაოცების აპათიას არ დავემშვიდობებით, იქამდე ვერ განვვიათარდებით

  6. ადამიანს ისევ თეთრი ყვავობა ერჩივნოს, სხვის დაკრულზე ცეკვასა და სხვისი აზრების ფრქვევას. განსხვავებულობაში დასაძრახი არაფერია. ინდივიდი რას ნიშნავს სხვას თუ არა ინდივიდუალიზმს?
    და ბოლოს, ვისაც რა უნდა ის ილაპარაკოს, მთავარი საკუთარი მეობის შენარჩუნებაა და დაე აღშფოდნენ, მე კი გავიხარებ, რადგან ჩემი ასლი არ ივლის დედამიწის ზურგზე…😉

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: