ჩავლილი მატარებელი და თოვლი

გარეთ ყველაფერი თეთრი იყო. ტოტებდამძიმებული ნაძვები საცოდავად გადახრილიყვნენ აქეთ-იქით. ეზოში ბავშვების წივილ-კივილი და ჟრიამული ისმოდა. დიახ, თბილისში ნანატრი თოვლი მოვიდა. ჯერ არ უთქვამს რამდენი ხნით დარჩება, მაგრამ მთავარია, რომ ახლა აქაა და ზამთრის უკანასკნელ დღეებში მაინც გვაღირსა თავისი თავი.

გარეთ ერთი ბედნიერი დღე დაიწყო. მათ უხარიათ… ზოგი თოვლის ანგელოზებს აკეთებს, ზოგი აქეთ-იქით დარბის, რომ გუნდები აირიდოს. ერთი ციგაზე ზის და გორაკიდან ცდილობს დაშვებას, მეორე კი შესცქერის და მოუთმენლად ელოდება როდის დადგება მისი ჯერი. აგერ ერთმა უზარმაზარი გუნდა მოაგორა. ალბათ ცდილობს თოვლის ბაბუა გააკეთოს. გარშემო ორი პატარა ძაღლი დარბის. ერთ-ერთი თბილადა ჩაცმული, მეორე კი ისეთი თეთრია, ძლივს ვარჩევ თოვლიანი მიწის ფონზე.

ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ყოველთვის იყო. ეზოში მხოლოდ რამდენიმე ავტოფარეხი დაემატა და საქანელების განლაგება შეიცვალა. კიდევ შეიცვალა რაღაც…  ახლა ფანჯრის მინაზე შუბლმიჭყლეტილი გადავყურებ ამ ყველაფერს, მეექვსე სართულიდან. თავში აზრადაც არ მომდის, რომ საკუჭნაოში შევვარდე, ციგას ხელი დავავლო და კიბეზე თავქუდმოგლეჯილი დავეშვა.  რატომ? ალბათ ჩაიარა უკვე ჩემმა მატარებელმა😦

Posted on 20/02/2011, in me, myself, I. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ვატყობ დღეს ბევრი პოსტი მიეძღვნება ასე ნანატრ თოვლს🙂

  2. უუუ რა საშინელებაა, ვერ ვიტან ასეთ ცივ ამინს და თოვლს :დ

    • ცივი ამინდი მეც ბოლოს მიღებს, მაგრამ თოვლმა რა დააშავა?

  3. არ ჩავლილა..🙂

  4. ოჰ, ამ სიცივეში არც მე მაქვს სურვილი თოვლში გავიყინო :დ ჩვენი მატარებელი ჯერ ეხლა მოდის, რა დროს ჩავლაა :დ

  5. მიყვარს თოვლი, ოღნდ დღეს როგორიც იყო ეგეთი არა😦

    • აუ, ჩემთან იცი რამხელა თოვლი იყო? მარშუტკიდან რომ ჩამოვედი და სახლისკენ წამოვედი სულ სულ ფაფუკ და ჯერ კიდევ დაუბინძურებელ თოვლში გამოვიარე. ნეტა გენახა❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: