უთხარით დომენიკოს!

როცა თავში ასეთი აზრები მომდის, უცებ მახსენდება, რომ ამ პოსტის ავტორი ვარ და ვცდილობ მაშინვე შევჩერდე, თუმცა ახლა ამას მნიშნელობა არ აქვს. ზოგჯერ ჯობია აპატიო თავს, თუ მოულოდნელად დეპრესიაში ჩავარდნა გადაწყვიტა. ბოლოს და ბოლოს, არ მაქვს უფლება ზოგჯერ მეც ვუსმინო ევანესენსს, ტირილით გული ვიჯერო, ცხვირი ჩამოვუშვა და ფეხებზე დავიკიდო, რომ მეგობრებს მუდამ მხიარული და მომღიმარი მოვწონვარ?

არა, ახლა წვეტიანი აზრების დროა. ჰოდა მეც ვაფრქვევ. ერთსაც არ დავიტოვებ. აი დარდი, თუ კიდევ ვინმე წამომაძახებს, რომ ინფანტილური ვარ, როცა სადაცაა ასაკში ორიანი შემომერევა, თმაში კი – ორჯერ მეტი უპიგმენტო ღერი. აი დარდი, თუ ტყუილად მიყვარდა მთელი სამყარო, სანამ “ინერციის კანონის” სისწორეში საბოლოოდ დავრწმუნდებოდი. სამაგიეროდ, ახლა მაინც “გავჩხიბე” რომ, ყველა ჩვენგანის ქცევას მხოლოდ “განურჩევლობის მრუდი” განსაზღვრავს, რომელიც “კარგსა” და “ცუდს” შორის ალტერნატიულ კომბინაციებს გვიჩვენებს. ყველა ნორმალური ჰომოსაპიანსი კი იმ წერტილს ირჩევს, რომელიც მაქსიმალურს სარგებლიანობას მოუტანს. მერე რა, თუ ამ წერტილზე “ცუდი” “კარგს” აჭარბებს? მთავარია ვის როგორ აწყობს. ეჰ, კარგად უნდა მესწავლა მიკროეკონომიკა და ეგებ ჩემს გონებამდეც დასულიყო ეს “ჭეშმარიტება”.

მორჩა! გახსენით დარაბები და შემოუშვით სინათლე. ნუ ხართ სულ იმის იმედად, რომ “ესეც გაივლის”, როცა მაინც არავის გწამთ, რომ მერე უკეთესი იქნება. ნუ დაგიჩემებიათ, რომ დამოუკიდებელი პიროვნებები ხართ და არავის აზრი არ გადარდებთ მაშინ, როცა გზის ფულს მშობლებს სთხოვთ. ნუ მიღიმით, როცა ერთი სული გაქვთ როდის მიმახრჩობთ. და საერთოდაც, ვინმემ უთხარით ამ დომენიკოს, რომ დედამიწის ტრიალზე ახლა უკვე ინერცია გახდა პასუხისმგებელი.

Posted on 22/02/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ნუ ეხლაა :დ ძნელიაა რ შეგედავო მარა მაინც დამოუკიდებელი ვარ ^^ მერე რა რომ გზის ფულს მშობლებს ვართმევ

    • ოჰო, დაინახა სათავისო. კარგია, რომ მეტი არაფერი მოგხვედრია გულზე :*

  2. ვაიმე, რა კაი პოსტია, სულ ასეთი რომ იყო არ გინდა?

    • ღმერთმა დამიფაროს. ბარემ სუიციდის შემსწავლელ კურსებზე ჩამწერე.

  3. შენზე სამსახურმა იმოქმედა ცუდად:\

  4. ოოოჰ….. აი ანხავ რამდენიმე ხნის შემდეგ ამ პოსტს რომ წაიკითხავ შეგვეხვეწები, დაბრუნეთ დომენიკო და უთხარით რომ მაშინ მოვატყუეოო!

    მე მი-ყვარ-ხარ მარ❤
    აი, ეგეთი ბუზღუნაც, მოღუშულიც, 2-იან შერეული ასაკით და უპიგმენტო თმითაც :*😀

    • სალ, არ ვიცი ხოლმე რა გიპასუხო. ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: