აი დარდი!

არ მეგონა ღამის ორ საათზე თუ აქ სიტყვით გამოსვლას გადავწყვეტდი, მაგრამ რას ვიზამ, დრომ მოიტანა, ბატონო!

მოკლედ, სულ სამი დღეა რაც ხანმოკლე დეპრესიული შემოტევებისაგან თავი დავიძვრინე და ჩემს თავთან კიდევ ერთი ხერშეკრულება გავაფორმე. ამჯერად თვითგვემას არ ვეწევი. უბრალოდ აღარ მინდა ტუჩები მილურჯდებოდეს და ხმა მეხლიჩებოდეს ისეთ რამეებზე ნერვიულობით, რაც მე საერთოდ არ მეხება. მომბეზრდა, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველებით დაწყებული, ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობით დამთავრებული ყველაფერი ჩემი სადარდებელია. ჩემი გამოსაძიებელია, ვის რა უჭირს, ვინ რას აფუჭებს, ვის რატომ არ დაუწერა ლექტორმა ქულა, ვინ ვერ დააძინა ბავშვი…

რაც არ უნდა გულგრილ ტონად მოგეჩვენოთ, მორჩა! მე წავედი. არავის დაუვალდებულებივარ აქ ყველას მამიდა ვყოფილიყავი. ბოლოს მაინც არამკითხე მოამბე გამოვდივარ. ამიტომ აწი თუ ვინმეს რამე გაუჭირდება, ადგეს და განცხადებით მომმართოს!

Posted on 27/02/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. სწორი გადაწყვეტილებაა❤

    ანტუანი გამახსენე ^^
    შენი ბიჭი❤

  2. რამ გადაგრია ამ სუაღამისას?

    • ისე ხო რას ამბობ😀

      • ისეც, მაგრამ რაცხა ეჭვი მაქვს და ….

      • ნერვები მეშლება უკვე, რომ თუ ვინმეს რამე აწუხებს, ყოველთვის მზად უნდა ვიყო საკუთარი იდაყვის დასაკბენად, ან ასახტომად და გასაკვანძად.
        ჰოდა, ეგ ეჭვიც ზედ დაერთო და მივხვდი, რომ უკვე გადაწვას ვაპირებდი. ასე რომ ნაწილობრივ მართალი ხარ :*

  3. სწორი გადაწყვეტილებაა…
    გეთანხმები

  4. ეე რა გჭირს..არავის მამიდა არ ხარ🙂 უბრალოდ ყველას პრობლემა გულთან მიგაქვს და გინდა დაეხმარო და ეგ რა ცუდიაა?!

    • გენაცვალე სალ :* :* თავიდან არც მე მეგონა ცუდი, მარა დავიღალეეეეეეეე

  5. ადრე მეც მასე “ვზრუნავდი” და მამიდობის პონტში გამოვიდა და ვერ დამიფასეს😀

    ამიტომ ეხლა სულ წიხლებზე მკიდია რას იზავენ, აღარასოდეს ვერევი ვინმეს საქმეში ^_^

    პროსტა, მერე როცა უკვე კისერს წაიტეხენ, გულღიად დავცინი

    • დღეს პირველად გამოვცადე თავი და დავრწმუნდი, რომ უკვე მართლა ცალ წიხლზე მკიდია მასეთი რამეები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: