91 დღე

გუშინ ზამთარი ოფიციალუარდ გამოგვემშვიდობა და კარი გაიჯახუნა. ისე უცებ გავარდა, ვერც კი მოვასწარი 1-2 ტკბილი სიტყვა მიმეძახებინა. სრული ბედნიერების ჩასამწარებლად ცოტა ხნით მაინც დაგვიტოვა თავისებური ცივი და ტალახიანი ამინდები, მაგრამ მთავარია წავიდა და აწი კარგა ხანს ვეღარ შემაშინებს მისი მარწუხები.

მოკლედ, დღეიდან გაზაფხულია, ე.ი. მალე ყველაფერი ისევ მწვანე იქნება. აღარ ვიწუწუნებ, რომ მცივა, რომ სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობ, რომ თავი დალტონიკი მგონია, რომ მალე ღამდება, რომ ზაფხული მენატრება… მალე ყველგან აყვავებული მცენარეების სუნი დადგება და დილით ჩიტების ჭიკჭიკი გამაღვიძნებს..😀 არც კი მჯერა რომ სულ 91 დღეში ჩემი ზაფხულიც დაბრუნდება და ისევ მომღიმარი სახით ვივლი.

გილოცავთ გაზაფხულს და ბევრ ბევრ სიმწვანეს გისურვებთ 😀

Posted on 01/03/2011, in მწვანე პოსტები and tagged . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ❤ მიყვარს გაზაფხული❤

  2. ukve zafxuli😀

  3. ვაფრენ თბილისზე როცა გაზაფხულდება!❤
    ჩემი ფანჯრის წინ თუთის ხე რომ მწვანდება და ჩრდილი დგება, ვგიჟდები:) მერე რაც უნდა ის უქნია, თუ უნდა უწვიმია, თუ უნდა ატალახებულა, მაინც ძალიან მიყვარს ფანჯრის რაფაზე ჯდომა და რამე ცივის სმა.. რისი? მმ, მაგას სიტუაციის მიხედვით ვწყვეტ😛 თუნდაც მარწყვის შეიკის :ინლოვე:

  4. მეც ველოდები…🙂 ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენების სათავე უნდა გახდეს ჩემთვის ეს გაზაფხული, ისეთი, ისეთი… ოღონდაც გახდეს!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: