ტაფა და შემწვარი კარტოფილი

რაღაც მინდა გიამბოთ. მგონი დროულად გამახსენდა.

იყო ერთი გოგო. სრულიად ჩვეულებრივი გოგო, რომელსაც ძალიან უყვარდა შემწვარი  კარტოფილი. ყოველ დღე, მთელი მონდომებით ცდილობდა თავისი საყვარელი საჭმელი დამოუკიდებლად მოემზადებინა, მაგრამ არასოდეს უმართლებდა. რამდენჯერაც სცადა, კარტოფილმა  იმდენჯერ მიიწვა და გაფუჭდა. ჰოდა, ეც საწყალიც დარჩა მშიერი და დაღონდა. ბოლოს, შემწვარ კარტოფილზე ხელი ჩაიქნია და ნახევარფაბრიკატებით დაიწყო კვება. მერე რა მოხდა? არაფერი. უბრალოდ მიხვდა რა საზიზღარ დღეშიც იყო ჩავარდნილი, მაგრამ გამოსავალიც არსად ეგულებოდა.

ასე იცხოვრა დიდხანს. ამასობაში უამრავი ჰამბურგერის, სენდვიჩისა და კიდევ ათასი საზიზღრობის შეჭმა მოასწრო. ვერასდროს მიხვდა, რომ ხელის ჩაქნევის ნაცვლად ჯობდა ის ტაფა შეეცვალა, რომელიც არაფრად ვარგოდა და კარტოფილს სულ ზედ იწვავდა.

აი ასე! ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ როცა რამე არ გამოგდის, ხელი კი არ უნდა ჩაიქნიო და მდარე ხარისხის ალტერნატიული საშუალებები ეძებო, უბრალოდ ახალი მეთოდით უნდა სცადო საწადელის მიღწევა.

Posted on 05/03/2011, in სხვადასხვა and tagged , . Bookmark the permalink. 11 Comments.

  1. ღა უცნაური ისტორიაა :დ
    კი არა და არ გეკადრება ესეი პოსტი შენ

  2. მიყვარს შემწვარი კარტოფილი :უსერ:

  3. ახალი რა აღმოაჩინე? როგორც ვხვდები, უბრალოდ არ დაწერდი ამ პოსტს : ))

  4. რა კარგი პოსტია.. რგოორ შეიძლება მარტივი მაგალითით ზოგადასკაცობრიო თემებზე საუბარი ^^ ლაიკ ლაიკ

  5. მიყვარს შემწვარი კარტოფილი🙂
    თუ რამე არ გამოგდის, მდარე ხარისხის ალტერნატიული საშუალებები რატომ უნდა ეძებო, როცა უამრავი კარგი ხარისხის მზა პროდუქტითაა სავსე მაღაზიის ვიტრინები :))

    • მართალი ხარ, მაგრამ ლუზერი ადამიანები უფრო ხელმისაწვდომ საქონელს ეტანებიან, ძირითადად.

  6. ეს მარტო პოსტი არ არის, ძალიან სასარგებლო რჩევაცაა.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: