Spring Green

მწვანე… ოჰ, როგორ მიყვარს ჩემი ჯადოსნური ფერი. მიხარია, რომ ისევ შემიძლია ამის აღქმა. მიხარია, რომ დავბრუნდი, რომ მწვანე ისევ ჩემთანაა.

რაც სწავლა დაიწყო, საკუთარ თავს გამომცდელი ღიმილით ვუყურებ და ვცდილობ გამოვტეხო, ეს რა თამაში წამოიწყო. განა რამე, უბრალოდ არ მინდა ტყუილად მიხაროდეს, რომ გამოვსწორდი და დავჭკვიანდი. წინა სემესტრში განცდილმა კრახმა ისეთი სილა შემომილაწუნა, ალბათ მანამდე ვიქნები შეშინებული, სანამ დაკარგულ კრედიტებს არ ავინაზღაურებ. ჰოდა რაში გამოიხატება ჩემი გამოსწორება.

  • ერთი კვირაა არაფერზე მიწუწუნია.
  • დილით ადრე ვიღვიძებ (9 საათი ჩემთვის ადრეა).
  • საჭმელს ჩემით ვიმზადებ და ყავას დღეში მხოლოდ ერთხელ ვსვამ.
  • უნივერსიტეტს არ ვაცდენ და ყველა ლექციას პატიოსნად ვესწრები.
  • კონცენტრაციის უნარი დამიბრუნდა. ყველაფერი მამახსოვრდება, რასაც ლექტორი ლაპარაკობს და წიგნში ვკითხულობ.
  • აღარ ვბოდიალობ. არ ვიცი ამინდის ბრალია თუ რა ხდება,  მაგრამ მხოლოდ ჩემი “კანონიერი” მარშუტით ვმოძრაობ.
  • ზოგჯერ ვსუნთქავ კიდევაც😀 ჰო, ანუ ადამიანურ თვისებებს ვამჟღავნდებ, ნერვებს არავის ვუშლი, უჩინმაჩინის მოსასხამი აღარ მინდა და აღარც სადმე გავრბივარ.

მოკლედ, ასე. იმედია ჩემი დეგრადაციის პროცესი მანამდე შეჩერდება, სანამ წვიმაში ქოლგით სიარულს დავიწყებ, წვეტიან აზრებს მოვიშორებ და ფეისბუქის პროფილს დეაქტივაციას გავუკეთებ.😀

Posted on 11/03/2011, in მწვანე პოსტები, სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. ე.ი იზრდები ^^ :პ

  2. აშკარად ვემთხვევით მწვანე ფერისადმი სიყვარულში🙂

  3. ვსუნთქავო :დ ვაიმე, მარი რა კარგი ხარ :დ

    წამო, მარწყვის ტორტი შევისუნთქოთ , მე ზედ სხვასაც დავამატებ : ))

  4. @ მოხეტიალე :*

    @ ვეკო, შენ სუნთქვა ეგრე ადვილი ნუ გგონია😀😀

  5. ნააჰ, არის რაღაც რასაც ვერ მოიშორებ :დ :*
    ასე რომ ცოტა ხანში აბობოქრებულ მწვანეს ვიხილავთ, I have no doubt😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: