ჩემი ტყემლის ხე

მიყვარს შაბათ-კვირა. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ საქმე არაფერი მაქვს, უბრალოდ მიხარია, რომ არსად არ ვარ წასასვლელი. ასე გავურბივარ იმ ერთფეროვნებას, რაც  ყველა კუთხე-კუნჭულში სუფევს.

  • მომბეზრდა, რომ ყველას “იაპონია” და მიწისძვრა აკერია პირზე (არადა 90%-ს სულ არ ადარდებს).
  • მომბეზრდა, რომ ყველგან ისმის “იმედის დედაც…”. (სხვათა შორის, დღეს ერთი წელი გავიდა შარშანდელი იმიტაციის შემდეგ)
  • მომბეზრდა, რომ ყველა არხი მხოლოდ სადისტური დანაშაულების შესახებ იტყობინება.
  • მომბეზრდა ყველას თავის მართლება და გაცხარებული მტკიცება, რომ სინამდვილეში დებილი თაობა არ ვართ.
  • უკვე მომბეზრდა, რომ ზეგ ყველაფერს ისევ “ნიჭიერი” მოიცავს.

დიდი სიამოვნებით დავიყვირებდი ყველას გასაგონად, რომ ეს ყველაფერი უკვე გავიგეთ და ზეპირად დამახსოვრებას არავინ გვაიძულებს. რა ვქნა, არ გამიმართლა, რომ სირაქლემად არ დავიბადე, თორემ თავს ქვიშაში ჩავრგავდი და დავისვენებდი. სამაგიეროდ, ალტერნატიული საშუალება გამაჩნია, ჩემი ტყემლის ხე, რომელზეც მშვიდად ვზივარ და არაფერი მაწუხებს. აი ასე ვიცავ გონებას ათასი მტარვალი აზრისაგან🙂

Posted on 13/03/2011, in me, myself, I. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. არა და მართლა არ ვართ დებილი თაობა❤

  2. ჩემნაიროოო, რა მაგარი სურათია :* ძალიან მიყვარხარ

  3. მეც მინდა ერთი ეგეთი ხე🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: