აჩრდილები

ბავშვობაში ძალიან მომწონდა, როცა მთელი ეზო ჩემი გამოგონილი თამაშებით ერთობოდა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმეზე ზეგავლენის მოხდენას ვცდილობდი. ალბათ ასე იმიტომ ხდებოდა, რომ გოგოებს შორის ასაკით ყველაზე უფროსი ვიყავი. პატარები კი ყოველთვის ცდილობენ უფროსებს მიბაძონ.

მერე დაიწყო სკოლა და თავიდანვე გამოჩნდნენ კლასში ისეთები, თმის ბაფთით დაწყებული, ფეხსაცმლის თასმებით დამთავრებული ყველაფერი ჩემნაირი რომ ემოსათ. კიდევ ისეთებიც, ჩემ გვერდით დაჯდომის გამო ერთმანეთს თმებს რომ აწიწკნიდნენ. მე კი ამ დროს ავდგებოდი და ბოლოში, ცალკე მერხზე გადავჯდებოდი-ხოლმე, რომ ამათ ერთმანეთი არ დაეხოცათ. აბიტურიენტობის დროს იმ მასწავლებლებთან იწყებდნენ სიარულს, რომლებთანაც მე ვემზადებოდი და ბოლოს იმ უნივერსიტეტში, იმ ფაკულტეტზე ცდილობდნენ ჩაბარებას, სადაც ახლა მე ვსწავლობ. ეს საკითხი დიდად არც არასოდეს მაწუხებდა და არც მახარებდა.

ამის მიუხედავად, გვერდით მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანი თუ მომეძებნებოდა, რომლებთანაც საერთო ენას ვპოულობდი. ასეთებს არასოდეს სჭირდებოდათ განმარტება, თუ რას ვგულისხმობდი, როცა რამე უცნაურ ფრაზას დავახეთქებდი. არ მჭირდებოდა მეთქვა “აი, ეს წაიკითხე და მიხვდები”, “ამას უყურე და ნახავ”, “ამას მოუსმინეთ და გაიგებ”…

ახლა, როცა საკუთარი თავიც მყოფნის თანამოაზრედ, აღმოჩნდა, რომ მაინც არ ვანებებ თავს გადამდები “დაავადებების” გავრცელებას. ეს უკვე აღარ მომწონს. მართალია, კარგია როცა მეგობრებთან ბევრი საერთო ინტერესი გაკავშირებს, ისიც მომწონს, როცა მთლიანი წინადადებებით საუბარი არ მჭირდება, რათა გამიგონ, მაგრამ მაინც არ მინდა მე ჩემი ანარეკლები. ყველა მეგობარი ისეთი მიყვარს, როგორიც არის და მათაც არ მინდა ჩემთან რამე პრეტენზიები ჰქონდეთ.

Posted on 20/03/2011, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. ოჰო, რა პოპულარული ყოფილხარ ))

  2. ანუ პრეტენზიებზე დაწერე პოსტი?😀

  3. რა ტიპი ხარ :დ :დ
    შენს გვერდით დაჯდომაზე ერთმანეთს თმებს აწიწკნიდნენ? აუ ჩემს დროსაც იყო სკოლაში ბავშვებში იდეალი, რომლის გვერდით ჯდომა ნიშნავდა, რომ შენც მასავით მაგარი ხარ :დ :დ
    სკოლა გამახსენდა :უსერ:

    • იდეალი სულ არ ვიყავი. მათემატიკის გარდა არაფერი ვიცოდი კარგად, რომ ვინმეს რამეში გამოვდგომოდი. უბრალოდ, რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი და ძაან მეტანებოდნენ😀

      • მაგას არც დაიჯერებდნენ..🙂 ერთი თუ სახელი გაგივარდა ჭკვიანი და დინჯი მოსწავლის, მორჩა…

  4. კიდევ ერთს ჩემნაირს ვერ ავიტანდი. ვერც იმას გავძლებდი ვინმეს ცემანირირ ამე სცმოდა ჩემნაირად ეაზროვნა და ა.შ. ამიტომაც არის რომ მეგობრები აბსულუტურად განსხვავებულები მყავს

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: