ბრაზიანი უცხო პირი

მახსოვს:

  • როგორ კივილითა და ზუზუნით გამაღვიძა დილით
  • როგორ შემოაღო ფანჯარა და ფარდები ჩამოწყვიტა
  • როგორ გადატეხა ჩემს ეზოში მდგარი ხე და ტოტები ვიღაცის მანქანას დააყარა ზედ
  • როგორ ამატკია თავი და დამაწიწკნა თმა
  • როგორ მიმანარცხა ბეტონის კედელს
  • როგორ წამართვა “სტატისტიკის” რვეული და გაიქცა
  • როგორ დაანარცხა ჩემ წინ, მეორე სართულის დერეფნიდან ჩამოლეწილი ფანჯრის მინა
  • როგორ მოხადა ქუდი ჩემს მეგობარს და ხის ტოტებს შორის გაჩხირა
  • როგორ გაწყვიტა კაბელები და ინტერნეტის გარეშე დამტოვა

მორჩა, მე აღარსად წავალ მასთან ერთად!

ჩემთან მიმართებაში მეტი არაფერი დაუშავებია, მაგრამ ესეც საკმარისია, რათა მძულდეს და მაშინებდეს ქარი.

Posted on 24/03/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. საყვარელი🙂 რვეული წაგართვა საზიზღარმა ქარმა?? :*

  2. ქარო, ქარო,
    ნუ ქრი, ნუ ქრი,
    ჩვენს მარიამს სულს ხდი,
    სულ ხდი :დ

  3. ქარიიიიი… კი ასეთი ფიცხი და თავქარიანია :დ
    მაგრამ მიკალს :დ
    რაღაცით მგავს ან მინდა რომ ვგავდე :დ :დ :დ

  4. QARI QRIS, QARI QARIS, QARI QRIS… FOtLEBI MIHQRIAN QARDAQAR… XETA RIGS, XETA JARS RKALAD XRIS….. SADA XAR…SADA XAR , SADA XAR………. … . . . .ME sENI SAXEBA DAMDEVS TAN, KOVELTVIS , KOVEL DROS , KOVELGAN…………………………………… SHORI CA NISLIAN FIQREBS CRIS……..

    ram gamaxsena exla??? riavici😀😀😀 qars rom daumebobrdebi nadvili sigijec movaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa😀

  5. kevana, შენ გინდა თქვა, რომ ბოროტი ხარ? :O

    dakarguli, მაგასთან ვერასოდეს ვიმეგობრებ. ყველანაირ ამინდს შემიძლია შევეგუო, მაგრამ ქარს – ვერა.

    • წარმოიდგინე… შგნიდან ნაცემი გაშლილი თმებით დგახარ ქარში და პირდაპირ სახიდან გარეცხავს ტკივილებს./… არ გაცლის ფიქრს…. მიაქვს შენგან ყველეფერი, რაც გწამლავს….
      )))) უუუუფ, მე მიყვარს… ,,ეს მე ვარ, ქარი… ეს მე ვარ ქარი……………….
      შენ ისეთი ტკბილი ბლოგუნა გაქვს, უქარობაც გეპატიება… აქ შემოვალ ხოლმე, როცა ქარისგან და ქარიშხლისგან დავიღლები :დდდდდდდ

      • რა მაგარი ხარ🙂 იცი, აუცილებლად ვცდი მაგას. იქნებ ქარშიც ვიპოვნო რამე დადებითი🙂

    • არააა, ბოროტი არ მინდა ვიყოოო :ქრაი:

  6. მაგ ბრაზიანმა უცხო პირმა დღეს ლამის თავში ჩამთხლიშა ვიღაცის აივნიდან გადმოფრიალებული ქვაბი, მერე კი მთელი მელიქიშვილის გამზირის ნაგავი თვალებში და თმებში ჩამაყარა😦😦😦😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: