ბოდიალი

აჰა, ისევ დავკარგულვარ. არაფერს ვწერდი, რადგან ჩემი “გმირული” საქციელების დაპოსტვა ზოგჯერ ცოტა მიჭირს. რა უნდა დამეწერა, როგორ შეწყდა წყალი უნივერსიტეტში და საპნინანი ხელებით დავრჩი, თუ როგორ ვრეხვე თავი სააბაზანოს ნიჟარას? სასაცილოა, მაგრამ, როგორც მეგობრები მეუბნებიან, იუმორის თვალი ძალიან დამიჩლუნგდა.

ბოლო დროს ვამჩნევ, რომ “მაღლივი” ძალიან შემიყვარდა. ადრე ერთი სული მქონდა როდის გამოვიქცეოდი, ახლა აღარ მინდა იქიდან წამოსვლა. იქ ის ადამიენები არიან, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და რომლებთანაც ყოველთვის მხირუალდ ვგრძნობ თავს. გუშინ ყველაზე მეტად გამიჭირდა წამოსვლა. თანაც სამსახურში ვიყავი წასასვლელი და წინ რამდენიმე კილომეტრი მელოდა გასავლელი. ვეღარ ვიტან მგზავრობას. ეს ის დროა, როცა ფიქრისა და მუსიკის მოსმენის მეტს ვერაფერს გააკეთებ ადამიანი. ამ ერთი საათის განმავლობაში კი წარმატებით ვახერხებ თავში უამრავი აზრი ავიტკიო. მერე თითქოს ტვინი მიშუპდება, ყველა აზრი ერთდროუალდ იწყებს ფუთფუთს. სამსახურში მისული უკვე ადამიანს აღარ ვგავარ.

ჰო, ეს ყველაფერი ასეა, თუმცა მაინც მიხარია, რომ გაზაფხულია და როცა მოვინდომებ, ყოველთვის შევძლებ ჩემებურად მოვიქცე, მზიან გზებზე ვისეირნო, თან სარას ვუსმინო და ჩემთვის ვიზუზუნო.🙂

Posted on 29/03/2011, in me, myself, I. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. პატარა და სიმპატიური პოსტია🙂 რა გინდა…

  2. მარი, მშიაა

  3. მაგიტოა რომ რამდენჯერაც მოგწერე ჩამოდაბლივდითქო არ მოდიხარ? :((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: