დალაგებული

ორი დღის წინ, სამსახურში რაღაც შესყიდვების დოკუმენტებს ვარეგისტრირებდი და ერთი რამ გამიკვირდა. შესყიდვის ყველა ობიექტის მახასიათებელი დაწრვრილებით უნდა შემეტანა უწყისში. მაგალითად, საბეჭდი ფურცლის CPV კოდი, ფერი, წონა… მოკლედ, უამრავი უნიშვნელო წვრილმანი. მომეწონა, რომ ბუღალტერია ასე დალაგებული სფერო ყოფილა. შეიძლება ბანალურია, მაგრამ მე მიყვარს დალაგებულობა. ამას ძნელად თუ იფიქრებს ჩემზე ადმიანი, მაგრამ ასეა. მიყვარს, როცა ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია და როცა ყველაფერი ამართლებს თავის სახელს. მიყვარს, როცა ზამთარში ყინავს, თოვს და ზაფხულში სიცხით ვიწვი. მჯერა, რომ წარბი აუცილებლად შუბლზე უნდა გქონდეს, თუნდაც კეფაზე უფრო ორიგინალურად გამოიყურებოდეს. ვერ ვიტან აბურდულ ძაფებს, თავსა და ბოლოს რომ ვერ უპოვნი, ამიტომ ყოველთვის დაუზარებლად ვცდილობ კვანძების გახსნას და ყველაფრის მოწესრიგებას, რათა ერთიანი სურათი ნათელი და მკაფიო გამოვიდეს. ვერ ვიტან სტანდარტულობას, მაგრამ მიყვარს პროპორციულობა. ვერ ვიტან ერთფეროვნებას, მაგრამ მიყვარს სისადავე. არასოდეს მოვუსმენ ვივალდის “Summer”-ს ზამთარში და არასოდეს ვუყურებ “შერბურის ქოლგებს” მზიან ამინდში, როგორც არ უნდა მენატრებოდეს.

შეიძლება ეს მართალც ბანალურია, მაგრამ არ არის მარტივი და არც უინტერესო, თუ არ გადაამლაშე და მარაზმში არ გადახვედი.🙂

Posted on 30/03/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. მარ, ძალიან მახსენებ ჩემს თავს…🙂 მიკალქალ :*

  2. როგორ მიყვარს შენი ეს თვისება : )) მინი დეტექტივო

  3. ბუღლტერია კია დალაგებული, მაგრამ საშინლად ერთფეროვანი და დამღლელია

    ნებისყოფა გინდა რომ საათობით უჯდე და აკეთებდე

    • ვიცი. ეგ დალაგებულობა ერთადერთი დადებითი თვისება ვუპოვნე. არც ვაპირებ მაგ სპეციალობის არჩევას🙂

    • არც დამღლელია და არც ერთფეროვანი. გვაცალეთ ბუღალტერებს, კაცო :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: