ბავშვი, რომელიც ტირის

დილის 10 საათი.

ლექციებზე უნდა წავიდე. სახლიდან გავდივარ და გზად მეზობლის კარზე ვაკაკუნებ. სახლიდან 4 წლის ბავშვი გამოჰყავთ, რომელიც საბავშვო ბაღში უნდა გავიყოლო და მერე უნივერსიტეტის გზას დავადგე. ასე ვიქცევი დაახლოებით ორ კვირაში ერთხელ.

პატარა გოგონა, რომელსაც ყველა უჟმური, მტირალა და უხასიათო ბავშვის სახელით იცნობს, ჩემ გვერდით წყნარად მოცუნცულებს. მე მეჩქარება, მაგრამ ბაბი ხელში აყვანის კი არა, ხელის ჩაკიდების ნებასაც არ მაძლევს. აქაო და, რადგან პატარა ვარ, შენზე ნაკლები მოსიარულე კი ნუ გგონივარო. მეც ვემორჩილები, რადგან არ მინდა შუა გზაზე წივილ-კივილი ამიტეხოს. მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისთანაც არ ტირის. ალბათ თავისიანად მიმიჩნევს, არადა, მთელი 16 წლითაა ჩემზე უმცროსი.

– შენ ვის დაჰყავდი ბაღში? – მეკითხება.

– მე არ დავდიოდი იქ. – ვპასუხობ და იმ ავბედით ორ კვირას არაფრად ვთვლი, რაც საბავშვო ბაღის კედლებში გამიტარებია.

– აბა როგორ გაიზარდე? – უკვირს და ადგილზე ჩერდება.

– როგორ და ბეეევრ საჭმელს ვჭამდი და იმიტომ გავიზარდე დიდი. – არ მიყვარს ბავშვების მოტყუება, მაგრამ მიწევს.

ბაბის ჭამა მთელი კორპუსის პრობლემაა. როცა ყველგან განწირული კივილის ხმა ისმის, ეს იმის ნიშანია, რომ დედამისი ცდილობს როგორმე ერთი ლუკმის გადაყლაპვა მაინც აიძულოს.

– ბაღში იმიტომ დავდივარ, რომ საჭმელი ვჭამო? – უცებ დაასკვნა და კოპები შეიკრა.

ამასობაში, მივედით კიდევაც. მასწავლებელს უნდა ჩავაბარო ბავშვი, რომლის სახლში ყოფნაც ყველასათვის აუტანელია. მამამისი მთელ დღეს სამსახურში ატარებს. დედას კი უმცროსი შვილიც ჰყავს მისახედი და უფროსის კაპრიზებს ვეღარ აუდის. არადა, ის ხომ ახლაა 4 წლის და ახლა უნდა ვინმე ეთამაშოს, ვინმეს მისი ბავშობა ახსოვდეს, ვინმე ისე ექცეოდეს, როგორც თვითონ უნდა. ალბათ რამდენჯერ უფიქრია, რომ ბაღიდან წამოსაყვანად აღარ მიაკითხავდნენ. ალბათ რამდენჯერ უტირია ისე, რომ ვერავის გაუგია. როგორი ემახსოვრება თავისი ბავშვობა, როცა რამდენიმე წელი გავა ან რას იფიქრებს, ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი?

Posted on 31/03/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. რა სისულელეა. გავა რამოდენიმე წელი და საერთოდ არ ემახსოვრება რა ხდებოდა ბაღში. ზუსტად მასე ვიყავი მეც. საჭმელს ვერ მაჭმევდნენ კოცერტების გარეშე და ძილი დღისით ხომ გამორიცხული იყო. ბაღში მხოლოდ 2 საათი ვჩერდებოდი.

    • კნუტ, ჭამა მეც არ მიყვარდა, მაგრამ მარტო ეგ არ არის პრობლემა.😦

  2. “აბა როგორ გაიზარდე?”, რა საყვარელია.

    • ჰო, სახლში ატყუებენ, ბაღში თუ არ ივლი, არ გაიზრდებიო🙂

  3. ცაწყალი : ((

    ვერ ვიტან უმცროს შვილებს რომ გადააკვდებიან და უფროსი უკვე მართლა უფროსი გონიათ : ((

  4. მე ვერ გავუძლებდი ეგეთ კაპრიზა ბავშვს

    • ვერ გაუძლებდი და რას უზამდი ნეტავ 4 წლის ბავშვს?
      მიხედე წესიერად და არ იკაპრიზებს.

  5. საწყალი… თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო…. და მშობლებმა ეს ვერ მოიპიქრეს ჯერ ე.ი

  6. საბავშვო ბაღში უნდა წავიდეს კაცო, იქ თავის ტოლებს ნახავს და გაერთობა, ითამაშებს, ისწავლის მათგან (ან აქეთ თვითონ ასწავლის), აბა შინ ხომ არ იჯდება გამოკეტილი😦

  7. მასე მე ერთი მყავს, მაგრამ ამ პოსტს რომ ვკითხულობდი თითქოს გულზე მომხვდა რაღაცნაირად რომ იმას ეხლა უნდა ის, რასაც მგონი სათანადოდ ვერ ვაძლევ:|

    • 😦
      ბავშვსაც გააჩნია. ზოგი არ არის ეგეთი მომთხოვნი და ჯუჯღუნა. თან შენი ბაია პატარაა ჯერ და ვერ ხვდება ვერაფერს😀

      • ki rogor ara. me rom mxedavs aravistan agar midis da sul chemtan unda da mexuteba xolme da kocna iscavla exa da mecodeba ro im dozit ar var mastan rac sachiroa:s mteli dge garet var da sagamos vnaxulob marto😦 (umetesad)

  8. მე გამაცნობდეს, რა, ვინმე ამ ბავშვს!
    მართლა საყვარელი ბავშვია და ცოტა სხვანაირი ყურადღება ჭირდება, უბრალოდ

  9. ვაი მე შემოვევლე : )) საყვარელი :))) :*:*<3

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: