ვუყურებ და მეცინება

შეხედო და გაგეცინოს – ჩვეულებრივი რეაქციაა,  ერთი, ადამიანურად სუსტი და ადამიანის კვალობაზე საკმაოდ ძლიერი ინდივიდისათვის.

ვუყურებ და მეცინება – სხვა რა გზაა, ისინიც დასცინიან სხვებს.

ვუყურებ და მეცინება – აბა, სადღა შემილძია ამდენი ტირილი?

ვუყურებ და მეცინება – ყველა გარბოდა და ის ხომ არ დარჩებოდა?

ვუყურებ და მეცინება – არადა, ცალ-ცალკე ხომ ყველა ასე კარგი და საყვარელია.

ვუყურებ და მეცინება – ვინც მეტს ლაპარაკობს, ჭკვიანიც ის არის.

ვუყურებ და მეცინება – რა საჭიროა ამდენი თავის მართლება და რაღაცის მტკიცება, თუ მაინც ყველას აზრი “გკიდია”?

ვუყურებ და მეცინება – როცა ჩემ თვალწინ ყველაზე გაუგებარი ანდაზის ჭეშმარიტობა მტკიცდება.

ვუყურებ და მეცინება – მართლა რა ოხერი ყოფილა შური.

ვუყურებ და მეცინება – როცა იმედის შემდეგ კიდევ კვდება რაღაც.

ვუყურებ და მეცინება – დაე ეგონოთ, რომ მათი იუმორი მახალისებს.

ვუყურებ და მეცინება – ეგებ ბოლო ვიყო, ვისაც გაეცინა.

Posted on 02/04/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. ვუყურებ და მეცინება – ეგებ ბოლო ვიყო, ვისაც გაეცინა. < აჰა, მაგარია ^_^ ანუ ის, ვისაც მართლა უნდა ეცინა : ))

  2. ერთ–ერთი პოსტია, რომელიც ყველაზე ძალიან მომეწონა.

  3. სწორია, უნდა იცინო, აბა ხომ არ იტირებ .. ტირილზე ნეირონები კვდებიან, სიცილი კი ჯანმრთელობის პროფილაქტიკააო, გამიგია🙂

  4. პოსტიც მომწონს და იდეაც… გაათეგთამაშე, რა!

    • გმადლობ🙂 არაა პრობლემა, დაწერე შენც, თუ გინდა. ჩათვალე, რომ დაგთაგე🙂

  5. სულ მგონია რომ ძალიან სასაცილო ვარ სახეზე, და ხალხი რომ შემომხედავს ეცინებათ და სერიოზული კომპლექსი გამიჩნდა გარეგნობის გამო, მინდა ჩადრი ავიფარო და ისე ვიარო ქუჩაში, შეიძლება რომ სასაცილო სახე გქონდეს

    • ჩადრაფარებული იქნები სასაცილო ნამდვილად. ჰოდა, კითხე ერთხელ, რა აცინებთ და შენს ტანჯვასაც წერტილი დაესმევა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: