“ფოფხაძეები” და “სიკვდილი Live”

ზედმეტი შესავლების გარეშე ვაცხადებ, რომ მე მიყვარს 11 აპრილი. ასეთი მხიარული დღე ბოლოს როდის მქონდა, არც მახსოვს. ზოგჯერ დილა ისე უჟმურად იწყება, ვერც წარმოიდგენ, რომ შეიძლება რამემ განსაკუთრებულ ხასიათზე დაგაყენოს. თანაც, ბოლო დროს ყოველი ახალი დღის მეშინია, ვითომ 90 წლის ვიყო და სიკვდილის მოახლოებას ვგრძნობდე.

მოკლედ, დილიდანვე შევეგუე აზრს, რომ ლექციების დამთავრების შემდეგ, ჩემთვის არავის ეცლებოდა და 5 საათამდე მარტოს მომიწევდა დროის გაყვანა.  მერე სალომესთან, “კავეენზე” უნდა მივსულიყავი. თავისუფალი დრო კი სად გადის ისე, როგორც ზოოპარკში? მეგობრები უკვე მეხუმრებიან, რომ იქ მალე ჩემი სახელობის გალიას გახსნიან. ნუ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ასე უფრო შინაურად ვიგრძნობდი იქ თავს😀

მერე ვეკომ მერვე კორპუსში წამიყვანა, “კავეენზე”. დაბრაზში კულისების კიბით ავიპარეთ და ადგილები წინასწარ დავიკავეთ. მალე თავისუფალი სკამი კი არა, ფეხზე დასადგომი ადგილიც არსად დარჩა, თუმცა ნაცნობი მაინც ვერავინ ვიპოვნე. იმ დაბლივი კორპუსების ტერიტორიაზე, თავს ყოველთვის უნებართვოდ მოსუნსულე მაღლიველ მოჩვენებად ვგრძნობ. როგორც ერთ-ერთ ხუმრობაში აღნიშნეს, მაღლიველი მოჩვენებები ნამდვილები ყოფილან, ასე რომ მეც საბოლოოდ შევიშნოვე “ცოცხალი მაღლიველის” სტატუსი. “საშინაო დავალებებზე” მართლა გულით ვიცინე. მგონი, ჩემსავით არავის უხალისია. საბოლოოდ, იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელსაც ვგულშემატკივრობდი. დიდი მადლობა სალომეს, რომ დამპატიჟა და გამამხიარულა.

ჰო, ბოლოს, სახლში მომავალს ერთი კურიოზი შემემთხვა. კორპუსს რომ მოვუახლოვდი, სადარბაზოდან გამომავალი, ჩემი მეზობელი დავლანდე, რომელსაც ზურგზე დახვეული ლეიბი ჰქონდა გადაკიდებული. მე კი მეგონა მკვდარ ადამიანს მიაბენინებდა, დასამარხად. კიდევ კარგი, დროზე მივხვდი რაც იყო, თორემ უკვე ქვეყნის შეყრას ვაპირებდი😀

უი, ფეხბურთზე და ლეპტოპზე მოყოლა დამავიწყდა, მაგრამ ეგ არაფერი.

ესეც კიდევ ერთი მწვანე დღე ჩემი დღიურისათვის🙂

 

Posted on 12/04/2011, in მწვანე პოსტები, me, myself, I. Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. მიხარია რომ გაგამხიარულე და ერთი ბედნიერი დღე გაჩუქეთ : ) ნუ პრინციპში ჩვენ რა შენ თავს თვითნ აჩუქე🙂

    ხოდა ამაზე მეტად კიდე იმედია არ გეწყინება რომ ჩვენი გამარჯვება მიხარიააა! : ))

    • ნუ თავმდაბლობ :* მაგრები ხართ და ისევ მადლობა შენ :*

  2. მააარ :დ მე შენ ყურებაზე უფრო მეცინებოდა, ვიდრე სცენაზე :დ :*

  3. იმ დაბლივი კორპუსების ტერიტორიაზე, თავს ყოველთვის უნებართვოდ მოსუნსულე მაღლიველ მოჩვენებად ვგრძნობ :::::::: გადავირიე მარიიი ამ სირტვებზე გავგიჟდი, შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ ჩემი სტედენტობის დროს მე და ჩემი მეგობრებიც ავდიოდით კავეენებზე და სულ ზუსტად მაგ სირტვებით რომ ვთქვა მასე ვგრძნობდით თავს, ყველა მაღლივზე ხუმრობდა და ჩვენ გვიხაროდა მაინც რომ მაღლიველებოი ვართ და დაბლიველებს არ ვგავდით :)))))) აუ მიყვარს შენი ამ ყველაფრის შესრუტვააა და კითხვა :***** მადლობა გამხიარულებისთვის და წარსულის გახსენებისთვის

    • :* :* მიხარია ხოლმე შენი კომენტარები😀
      ზოგჯერ ვხუმრობთ, ნეტავ ამათ ცოცხალი მაღლიველები თუ უნახავთ-მეთქი😀 ჩვენზე სულ ლეგენდები დადიოდა, ოდითგანვე😀

  4. გენაცვალე შენ :****** მართალი ხარ :)))) ბევრი წერე კიდე რა, ველოდებიი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: