ხეზე ამოჩორკნილი ამბავი

რა დამთხვევაა და იმ დღესაც 15 აპრილი იყო. თან თბილოდა, თანაც ცაზე ავდრის ღრუბლები დასუნსულებდნენ. თითქოს სადაცაა იფეთქებდა ჭექა-ქუხილი და განრისხებული ცა მიწაზე შხამიან დორბლებს გადმოაფრქვევდა.

სკოლის ეზოში ცხვრის ფარასავით გაშლილიყვნენ  ბავშვები. მუქი ფერის პულოვერებიდან ყველას თეთრი ფერის საყელო მოუჩანდა. წუთი-წუთზე ზარის დარეკვას ელოდნენ. ამასობაში ზოგი “ორდროშობანას” თამაშს ასწრებდა, ზოგი “გაშეშობანას”, ზოგიც უბრალოდ გაკვეთილს იმეორებდა.

ერთი მეშვიდეკალსელი ბიჭი კი თავისთვის იჯდა, ხის ძირას, ეგზომ ცუღლუტური გამომეტყველებით და დანით ხეზე რაღაცას ჩორკნიდა. ბოლოს შორიდან გახედა თავის “ნაშრომს”, მოეწონა და გადაწყვიტა სასწრაფოდ დაეტოვებინა “დანაშაულის” ადგილი, სანამ ვინმე ფაქტზე წაასწრებდა და დასცინებდა. რაც მთავარი იყო, თავისი სიყვარულის ამბავი ხეზე ამოტვიფრით უკვდავჰყო და აწი მზად იყო მშვიდად დასწრებოდა ექვსივე გაკვეთილს, თუმცა…

“მანდ რას აკეთებ, მავნებელო?” – მოულოდნელად ნაცნობმა ხმამ გაიჟღერა და ისიც გამოჩნდა, თავისი ირონიულად მოღრეცილი ღიმილით. ეს კი სრულიად საკმარისი იყო მიწის გასკდომისა და თან ჩატანის იმიტაციის შესაქმნელად.

ოღონდ არ დაენახა… ოღონდ არ წაეკითხა… მაგრამ რას გამოაპარებდი უშველებელ, ავად მოციმციმე თვალებს? მორჩა, ყველაფერი წყალში ჩაიყარა… ისევ არ გაუმართლა…

“იცოდე, მასწავლებელს ვეტყვი დანა რომ გაქვს.” – მეტი არაფერი უთქვამს, გაიღიმა და წავიდა.

ვის ადარდებდა დანა და მასწავლებელი? მეშვიდეკლასელი “რომეო” აღაჟღაჟებული ლოყებით, დარცხვენილი იდგა და ფეხს არ იცვლიდა ადგილიდან. უკვე მიჩვეული იყო ასეთ დღეში ყოფნას და ისევ ერთი კითხვა აწუხებდა – რატომ იყო ის ასეთი ბოროტი?

Posted on 15/04/2011, in ეს საინტერესოა, მწვანე პოსტები, სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. რა სევდიანი ამბავია😦

  2. შხამიანო : ((

    ცოტა შენც გათბი რა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: