მორიგი უმსგავსობა

ზოგჯერ ძალიან უაზრო რამეებზე ვიბნევი. მერე კი ფიქრით თავი მტკივდება და ზომბს ვემსგავსები.

ხშირად, როცა ჩემს თავს რამე ხდება, საერთოდ ვერ ვაფასებ ეს რამდენაც ცუდია ან კარგი. მაგალითად, მოკლევადიანი პერიოდისათვის სულ ერთია, რომ ოდნავ თვალთ მაკლია, მაგრამ 10 წლის მერე ხომ შეიძლება სულ დავბრმავდე? ან ვინ იცის, ეგებ განვიკურნო კიდევაც?

ჰოდა, საბოლოოდ ის დასკვნა გამომაქვს, რომ დრო გამოააშკარავებს ყველაფერს და თავის სახელს დაარქმევს. თუმცა ამის იმედად რომ ვიყო, ვგონებ არც ნებისყოფა მეყოფა და რა ვიცი, იქნებ დროც არ მაქვს საკმარისი? ჰოდა ვზივარ და ვიმტვრევ ტვინს.

აქვე ერთი ამონარიდი:

“დიდი ხანია აღარ ვითვლი. მომწყინდა. ყველა ხერხი ვცადე, მაგრამ ყოველთვის რაღაც ან ვიღაც ეღობება ჩემს სიკვდილს. წყალში დახრჩობა რომ მოვინდომე, ერთმა მამაცმა კრეტინმა გადამარჩინა, თვითონ კი რამდენიმე დღეში ფილტვების ანთებით მოკვდა. საშინელებაა არა? თავის ჩამოხრჩობა რომ ვცადე, თოკი გამიწყდა. საფეთქელში რომ დავიმიზნე, ტყვიამ ისე გაიარა თავის ქალა, ტვინს არ შეხებია და რამე სერიოზული დაზიანება არ გამოუწვევია. ორი ყუთი საძილე აბები გადავყლაპე, მაგრამ ლაბორატორია დოზებში შეცდა და უბრალოდ – სამი დღე მეძინა. სამი თვის წინ მკვლელიც კი დავიქირავე, მაგრამ იმ იდიოტმა შეცდომით ჩემი მეზობელი ქალი მოკლა. მოკლედ, არ მიმართლებს! ადრე სასოწარკვეთილების გამო მინდოდა თვითმკვლელობა, ახლა კი ჩემი სასოწარკვეთილების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ვერაფრით მოვახერხე თავის მოკვლა.”

მარტენ პაჟი

“როგორ გავხდი იდიოტი”

როგორ ფიქრობთ, რამდენად იღბლიანი იყო ეს ადამიანი?

Posted on 19/04/2011, in სხვადასხვა and tagged . Bookmark the permalink. 12 Comments.

  1. მეც მჯერა, რომ დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს🙂

  2. იღბლიანი კი არა, უიღბლო ყოფილა🙂 ვისაც სიკვდილი უნდა, ადგეს და მოკვდეს, მაგრამ სხვებს რას ერჩის, არ მესმის…
    ჰო, ვიცი, ეს ჩემი აზრი მთლად არ შეესატყვისება წიგნისას, მაგრამ პაჟს სულ არ ვეხები ამ შემთხვევაში. უბრალოდ, არ მესმის და არც ვუთანაგრძნობ თვითმკვლელებს…

    • არც მე, მაგრამ ამდენჯერ რომ სცადა და მაინც გადარჩა, აი მაგის გამო იღბლინად ითვლება თუ უიღბლოდ, ეგ მაინტერესებს.

      • გააჩნია, რა კუთხით შევხედავთ🙂
        მორწმუნე იტყვის, ჯოჯოხეთს ასცდა და იღბლიანიაო; ათეისტი – ესაა საქმე, როცა გინდა, მაშინ ვერ მომკვდარხარო; ვინც მაგის გამო დაიღუპა, მათი გულშემატკივრები ისურვებდნენ, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დაღუპულიყო, შესაბამისად, ჩათვლიან, რომ დაუმსახურებლად იღბლიანია…
        მე რაც შემეხება – არ ვიცი! მე ხომ არ ვიცი, როგორ წარიმართა შემდეგ მისი ცხოვრება, რაც ჩემთვის ამოსავალი წერტილი იქნებოდა🙂

      • ნამეტანი პირდაპირ გაიგე შენ. ცოტა ზოგადად უნდა შეხედო. ეს კონკრეტული შემთხვევა უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე😀
        რა ჯანდაბებზე ვფიქრობ :@ :@

  3. ანტუანი❤❤ კი არა და ანტუანს რომ საავადმყოფოში შეხვდა ის ქალი❤

  4. რა უბედურებაა , სიკვდილი გინდოდეს დავერ კვდებოდე :დდდ
    მაგრამ რავიცი, მე რომ თავის მოკვლა ვცადო და მერე გადავრჩე, აუცილელად ვიტყვი რომ იღბლიანი ვარ :პ

  5. ჰოდა, მაგაშია საქმე, ეგ წიგნი წაკითხული არ მაქვს და გამოვიტანე აზრი მხოლოდ აქ მოყვანილი ტექსტიდან:)

  6. იღბლიანი კი არა, საცოდავია :დ პესიმისტი ლუზერი :დ

  7. იღბლიანია: )
    ის იცი? ამერიკაში ერთი ხიდია, სიყვარულისას ეძეხიან, საიდანაც იმედგაცრუებული შეყვარებულები თავს იკლავენს ხოლმე, ისეთი მაღალია, გადარჩენილი არავინ უნახავთ. მაგრამ რამდენიმე წლის წინ მოხდა სასწაული. როცა ერთი ტიპი გადმოეშვა, ქარი ამოვარდნილა და კლდეზე ხეზე ჩამოუკიდებია. გადარჩა:) კითხეს – რომ მოფრინავდი, რაზე ფიქრობდიო? რომ ყველაფრის შეცვლა შეიძლებოდა, გარდა ერთისა – რომ მე მივფრინავდი სიყვარულის ხიდიდანო.
    რატომ დავიწყე… სიკვდილი არის დასასრული დედამიწაზე ცხოვრების, ანუ აღარ გაქვს საშუალება შეცვალო რამე.
    სიცოცხლე დღევანდელი დღით არ მთავრდება, არც ხვალინდელით. ამიტომ მას ჰქონდა შანსი – შეეცვალა ცხოვრება და ეს უკვე ბევრს ნიშნავს: )
    პს. აქვე ვიხელთებ დროს : მარი, სულ ვკითხულობ შენს პოსტებს, იმდენად დადებითი ენერგია მოდის, სულ გაღიმებული ვტოვებ აქაურობას. მოკლედ.. შემიძლია უსასრულოდ გაქო, მაგრამ მგონი სჯობს გავჩუმდე :დ
    შორიდან…❤

    • ძალიან გამიხარდა შენი კომენტარი. დიდი მადლობა :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: