როგორ გავხდე გოგო

ბოლო დროს ვრწმუნდები, რომ ძალიან რთული საქმეა იყო გოგო 21-ე საუკუნეში. იმისათვის რომ გოგო იყო, დღეს არ კმარა მხოლოდ მდედრობით სქესს წარმოადგენდე, დღეში 3 საათს თავის მოვლას, თმის დახვევას, წარბების კორექციასა და მაკიაჟის კეთებას ანდომებდე. ასევე, არ არის საკმარისი ქუსლიანი ფეხსაცმელებით, ზოგჯერ წითელი პომადითა და ლაქით დადიოდე… მოკლედ, საგანი ძალიან გართულდა და თავიდან შესწავლას საჭიროებს.

რისთვის არის საჭირო, რომ იყო გოგო? სხვა თუ არაფერი, იმაში მაინც გამოგადგება, რომ დანარჩენი გოგოების გარემოცვაში თავი უცხოდ არ იგრძნო და არ შემოიფარგლო მხოლოდ მსგავსი რეპლიკებით: “ოხ, მაგათი სინსილა…”, “იგლოვე შვილო, მეტი რა შეგრჩება” ან “გამაგრდი, დაო”.

ახლა კი საქმეზე გადავიდეთ:

იმისათვის რომ გახდე გოგო, პირველ რიგში უნდა გაიგო რას ნიშნავს PMS დღეები და რა სარგებლობა მოაქვთ. ამ დღეების ეფექტიანად გამოყენებისათვის, კარგად უნდა დააკვირდე კალენდარს და როგორც კი ეს დრო დადგება, არ უნდა დააყოვნო დეპრესიაში ჩავარდნა. შემდეგ შეგიძლია გადმოდგე და ყველას ტვინი უბურღო მსგავსი სიტყვებით:

  • “მე ხომ ბედი არ მაქვს” – მინიმუმ 2 ადამიანი მაინც გამოჩნდება, ვინც წუწუნის მიზეზს გამოგკითხავს და გამხნევებას დაგიწყებს.
  • “თავის მოკვლას ვაპირებ და თაგვის წამალი სჯობს, თუ პირდაპირ მტკვარში გადავხტე?” – ამ დროსაც გამოგიჩნდებიან გულშემატკივრები და გადარწმუნებას დაგიწყებენ. ან გამოცდილი სუიციდისტები გამოგეხმაურებიან და რამეს გირჩევენ. ნუ, სხვა თუ არაფერი, ყულფის გადამკვანძავს და სკამის გამომცლელს მაინც იშოვნი.
  • “დაქალის ძმას ვკერავდი და შეყვარებული ჰყოლია” – აქაც გამოგეხმაურება 1-2 მორალისტი, რომ სასწრაფოდ უნდა დაანებო თავი მაგ ბიჭს. ან ვინმე სეირის მოყვარული წაგაქეზებს, რომ ფარ-ხმალი არ უნდა დაყარო და ა.შ.
  • “აუ, სახეზე ცხვირი ამომივიდა” – ვინმე გეტყვის, რომ ერთ გოგოს იცნობს, რომელსაც ასე დაემართა, მაგრამ გაუარა მალე.

ამის გარდა სხვა უნარ-ჩვევების გამომუშავებაც მოგიწევს.

აუცილებლად უნდა გყავდეს თუნდაც ერთი “ყოფილი”, რათა საჭორაო და სახალხოდ სალანძღავი თემები არ ამოგეწუროს. ასევე, სასურველია ამ “ყოფილსაც” ჰყავდეს “ყოფილი”, რომ ყველა შენი უბედურება გადააბრალო.

გაბრაზების ჟამს უნდა აიღო სამართებელი და თმა დაიჩეხო. სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, კი არა და, ასე უკეთესად მოირგებ მსხვერპლის როლს.

ხშირად უნდა იარო შოპინგებზე. ნუ, თუ გინდა ნურაფერს იყიდი. საკმარისია უბრალოდ რომელიმე მაღაზიაში, რომელიმე კაბას დაადგა თვალი და მერე მთელი თვე იძახო, რომ მისი ყიდვა გინდა (ეგებ ვინმემ გიყიდოს).

ზოგჯერ სილამაზის სალონებსაც უნდა ესტუმრო, რამე ორიგინალური ვარცხნილობა გაიკეთო და მერე ერთი თვე თავი აღარ დაიბანო.

P.S: თუ  ამ პოსტით ვინმეს ვაწყენინე, ხვალ აუცილებლად დავწერ პოსტს, სახელად “რა სარგებლობა მოაქვს იუმორის გრძნობას ადამიანებისათვის”. თანაც  დამწყებ გოგოებსაც ხომ სჭირდებათ გზამკვლევი?🙂

Posted on 24/04/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 30 Comments.

  1. ბლაჰ :პ მაგარი რამე იყო ტუტორიალი გოგჩოებისთვის❤

  2. ჰაჰააა🙂 მაგ ლოგიკით ბიჭი ვარ… არც პმს მაწუხებს და შოპინგიც ჭირის დღესავით მეზარება🙂

    • გამარჯობა, თანამოაზრევ!🙂

      • ჰო… ისიც გამორიცხულია, რომ რამე ისე ამოვიღო თვალში, რომ მისი ყიდვის სურვილით ღამეები აღარ დამეძინოს… სხვა რამე ჩაიცვი, რა!:):):) არა, კი მსიამოვნებს, რაღაც რომ მიხდება და ლამაზია, მაგრამ ტანსაცმელზე გაგიჟება არ მჩვევია🙂

      • მეც მასე ვარ, ზუუსტად😀

  3. ჰა ჰაა, ეღირსა ამ პოსტს დაპაბლიშება (( :

    გენიალური წაკბენები იცი :დ გაღიარებ :დ :*

  4. ვაშააა!! მე ბიჭი ვყოფილვარ!!! :D:D:D:D

  5. გამოცდილი სუიციდისტი მომეწონა ძალიან🙂

  6. არც პმს მაქვს ხოლმე და არც შოპინგები მიყვარს, არც სალონები და არც ყოფილის ყოფილები :დ

  7. ჰაჰა, აი, პოსტი მესმის..
    კარგადაც ვიხალისე და კარგი აზრებიც მოვისმინე.
    არა, მართლა გეთანხმები.
    რამდენიმესთან საკუთარი თავი გავაიგივე, მმ..

  8. ჰაააააააააჰაჰაჰააააააა🙂 კარგად ვიხალისე :)))))))) :)))

  9. P.S. ამ უნარ-ჩვევების გარეშე გოგოშკურშიც ვერ მოხვდებით ;დ

  10. რას ნიშნავს PMS დღეები და რა სარგებლობა მოაქვთ. ამ დღეების ეფექტიანად გამოყენებისათვის, კარგად უნდა დააკვირდე კალენდარს და როგორც კი ეს დრო დადგება, არ უნდა დააყოვნო დეპრესიაში ჩავარდნა.

    პმს დღეები – ეს ისაა რაც მე ვიფიქრე? :დ

    • საღოლ, ქევან, ყოველთვის მქონდა შენი იმედი 😀😀😀😀

      • ეხ, რა საღოლ, რა საღოლ, ჩემს უბედურებას დასცინი? :შ
        მე მაქვს ეგ პმს და… :დ

      • მაგრამ აქვე დავამატებ: შოპინგებს ვერც მე ვიტან😦
        ფაქტიურად მიმათრევენ ხოლმე, ისე მეზარება…

  11. ha ha vai ramdeni vicinee😀😀😀 kargi iyo… yoveltvis mindoda rom bichi vyofiliyavi da ai isic, aghsrulda amixda ocneba!!!😀
    am receptis mixedvit gogo ki ara erti depresiuli mocucqnuli arseba gaxdebi, meti araferi😀

  12. @ kevana, მეც მასე ვარ. ვერ მივეჩვიე :))
    @ ninnaka, თუ ცოცხალი გადარჩი – კი :))

  13. მარი მიყვარხარ :დ ეღირსა ამ პოსტს დღის სინათლე : ))))

    შენი წერის სტილზე რომ ვგიჟდები არასდროს მითქვამს?🙂

  14. bitchest....

    exla yvela ambobt ro aset ragaceebtan saerto ar gaqvt mara darwmunebulivar “yopilebzec” bevrjer gibazriat da sayidlebzec yoveldge dadixard mxolod examination_istvis😀 gogoebi mainc gogoebi vart da rac ar unda vuaryoet es yvelaperi (erti tve daubanlad siarulis garda) yvelas mogvdis zogjer gaucnobierebladac😀 ise me vize vbazrob mara nagdad ver vitan chem tavs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: