ინსომნიურ-არასტანდარტული წარმონაქმნი

ახლა გამახსენდა, ბავშობაში როგორ მიყვარდა მაგნიტოფონის კასეტებზე სიმღერების გადაწერა-გადმოწერა. ზოგჯერ, როცა რომელიმე სიმღერა აღარ მომწონდა, ავდგდებოდი ხოლმე და ზედ სხვა მუსიკას გადავაწერდი. ყოველთვის მეზარებოდა წაშლა, ამიტომ ზემოდან გადაწერილს სულ გასდევდა თან თავისი წინამორბედის რიტმები.

ახლა, როცა უკვე 2011 წლის 29 აპრილიც დაღამდა და გარეთ სიჩუმე ჩამოწვა, უკვე მკაფიოდ მესმის ხმა, 1 წლის წინანდელი 29 აპრილიან. საკვირველი კი ის არის, რომ ეს ახალი დღე ისე გადაეწერა ზედ ძველს, რომ თითქოს გაერთიანდნენ და ხმა უფრო მკაფიო გახდა. არც არანაირ ხარვეზს აქვს ადგილი. არადა მაშინ, 3 დღის უძილომ “ალბათობის” წიგნი რომ დავხურე და დივანზე ლამის ხვრინვა ამოვუშვი, საერთოდ არ ვიყავი აზრზე, თუ რას ვფიქრობდი და თუ როგორ სწორად ვფიქრობდი. ამიტომაა, რომ არაფერიც არ მიკვირს და ცხვარივით მშვიდად ვარ. მე თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი!

მოვრჩეთ ახლა ბოდვას!🙂

დღეს კოლოკვიუმი შარშანდელზე ბევრად უკეთესად დავწერე. არადა, ოჰოჰოოო, როგორ მიკანკალებდა ხერხემალი, სანამ “სამსჯავრომდე” მივაღწევდი. ბოლოს I’m strong enough მეთქი, თავი დავიმშვიდე და დამფრთხალი ცხვრის ნაცვლად, ისევ შეშინებული ადამიანის გამომეტყველება მივიღე. საერთოდაც, რატომ ვარ ასე მშიშარა? ანანომ მითხრა, შენ უბრალოდ გჯერა რომ გეშინია და იმიტომ ხარ მასეო. ხო მართლა, დღეს ანანო გავიცანი! ჰოი საოცრებავ, ანანო, ის ანანო რომელიც რეალური ადამიანი სულ არ მეგონა, რადგან რეალურ ცხოვრებაში მე ასეთი არავინ მინახავს. ასე ყველაზე მიზანდასახული და ენერგიული ადამიანია, ვისაც კი ვიცნობ. ჩემთან ერთადერთი საერთო მგონი ის აქვს, რომ სეირნობა უყვარს🙂 უბრალოდ უნდა უყურო და მიხვდები, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. ჰო, მე კი კარგა ხანს ვუყურე. ასე ვიცი, ადამიანს მანამდე მივაჩერდები ხოლმე, სანამ მის სახეს კარგად არ დავიმახსოვრებ. ანანომ კი მითხრა, არასტანდარტული ვიზუალი გაქვსო, ჰოდა მას მერე სარკეს ვერ მგლეჯენ ხელიდან. დავდივარ ასე გახარებული და გაღიმებული, რომ თურმე არასტანდარტულად გამოიყურები😀 ვებ-კამერით დავიწყე დაკვირვება. ლამისაა საკუთარი თავი შემიყვარდეს😀

ახლა კი დროა წავიდე და ჩემი უძილობა ცოტა ხნით დავასვენო, თორემ ჩემს თვალებს ისედაც არ აკლია არასტანდარტულობა😀

Posted on 30/04/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ანანო თუ ანინა? :დ

  2. “ახლა გამახსენდა, ბავშობაში როგორ მიყვარდა მაგნიტოფონის კასეტებზე სიმღერების გადაწერა-გადმოწერა. ზოგჯერ, როცა რომელიმე სიმღერა აღარ მომწონდა, ავდგდებოდი ხოლმე და ზედ სხვა მუსიკას გადავაწერდი. ყოველთვის მეზარებოდა წაშლა, ამიტომ ზემოდან გადაწერილს სულ გასდევდა თან თავისი წინამორბედის რიტმები.” >>> მეც მეც მეც მეც ასევე ვიქცეოდი :))))

  3. ანანო ძალიან ძლიერია. ამ ბოლო დროს რაც ხშირად ვხვდები უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: