“შინაური ცხოველი”

“მარ, სად დაიკარგე, რატომ არ ჩანხარ, ხომ ცოცხალი ხარ, სად დადიხარ?” – კითხვები, რომლებიც  მუდმივად ისმის ჩემთან მიმართებაში. პასუხი კი ყოველთვის ერთია, მაგრამ მაინც არავის სჯერა, დედაჩემის გარდა, რომელიც უკვე დიდი ხანია შინაურ ცხოველს მეძახის.

მართლაც ძალიან ვარ “მოშინაურებული”. იმდენად, რომ დილით მაღვიძარამ ან რამე ხმაურმა თუ არ გამაღვიძა, შეიძლება 2 დღე გადაბმულად მეძინოს.. თუ გამეღვიძა, გარეთ გასვლა მაინც დამეზარება. თუ გავედი, მერე უკან დაბრუნებაც მეზარება, რადგან ვიცი, მერე ისევ თავიდან მომიწევს წვალება, რათა საკუთარი თავი შინიდან გავაძევო. ამისათვის რამდენიმე მეთოდი მაქვს მოფიქრებული, მაგრამ ჯერ არც ერთი არ გამომიცდია. ვაპირებ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მივმართო.

  1. რომელიმე ისეთი ნივთი უნდა გადავაგდო ფანჯრიდან, რომ დამენანოს და ამოსატანად გავიქცე.
  2. სამზარეულოში ხანძარი უნდა გავაჩინო და მერე თავის გადარჩენის ინსტიქტი იზამს თავისას.
  3. სახლი უნდა დავაგირავო და მერე ფული აღარ დავაბრუნო. ჰოდა, მოვლენ მევალეები და გამომაგდებენ.
  4. კალიები უნდა შემოვიჩვიო და იმათი შიშით აღარც დავბრუნდები უკან.
  5. სიგნალიზაცია უნდა დავაყენო. ჰოდა როგორც კი სახლიდან გასვლის დრო მოვა, ჩაირთვება და იძულებული გავხდები გავძევდე.
  6. Self-პანჩური. ამას როგორ ვიზამ არ ვიცი, მაგრამ ვვარჯიშობ უკვე😀
ჰოდა, წავედი ახლა, კართან უნდა მივიდე, გავაღო და ზღურბლზე გადაბიჯებას შევეცადო. წარმატებები მისურვეთ😀

Posted on 13/05/2011, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. წარმატებებს გისურვებტ

  2. გაიხარეთ ოჯახში😀

  3. ხანდახან რა მხიარული ხარ ხოლმე :დ ხანდახან :პ

    • რა ცუდია, რომ იშვიათად მხედავ🙂 მეგობრების თანდასწრებით ყოველთვის მხიარული ვარ

  4. წარმატებებს გისურვებ🙂
    ხერხებზე ძალიან ბევრი ვიცინე, განსაკუთრებით სახლის დაგირავება მომეწონა. რატომ, არ ვიცი :)))

  5. ვაიჰ,ასე მეგონა ჩემს ნაწერს ვკითხულობდი..
    მეც მასე ვარ ზუსტად..
    ნეტა რა გვეშველება :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: