დრაფტებიდან

უკვე დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცოდი დამეწერა თუ არა. მგონი ახლა შესაფერისი დროა, რომ ამოვთქვა.

მოკლედ, ადამიანთა მოდგმაზე რომ დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული, ეგ არაერთხელ აღმინიშნავს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უკლებლივ ყველანი გასაწყვეტები ვართ ერთ დღეს😀 ხან მგონია, რომ ისიც არ არსებობს, რითაც ერთმანეთში დადებით ემოციებს ვიწვევთ. ამ მსჯელობით იმ დასკვნამდეც მივდივარ, რომ არც სიკეთე არსებობს, არც ერთმანეთი გვიყვარს და მერე უკვე “ინერცია – ჩვენი არსობისა” ხდება განხილვის ობიექტი.

ერთ, არც ისე მშვენიერ დღეს, როცა ნახევრად მძინარე სახით უნივერსიტეტისაკენ, გამოცდაზე მივემართებოდი, გზად მაღაზიაში შევიარე. შევამჩნიე, რომ შესასვლელთან მოხუცი ქალი იდგა, რომელიც გამვლელებს ხურდა ფულს სთხოვდა. ჰოდა უცებ, სრულიად დაუფიქრებლად ამოვიღე ჯიბიდან ორი ცალი ოცთეთრიანი და გავუწოდე ისე, რომ წესიერად არც შემიხედავს მისთვის. მერე კი საკუთარი თავი შემძულდა და ჩემთან ერთად ყველა ჩემნაირი, რომელიც გამოცდის წინ ხდება კეთილი და გულჩვილი. არადა, შეიძლება ის ქალი ადრეც მდგარა იქ. მე კი რამდენჯერ გამივლია და ვერც შემიმჩნვია. არც მახსოვს იდგა თუ არა. მანამდე ხომ არაფერი გამჭირვებია… აი, ასე გამოვიჭირე საკუთარი თავი ანგარებიანობაში. მერე, დროთა განმავლობაში ისიც დავასკვენი, რომ ნებისმიერი სიკეთე მხოლოდ ანგარებაზე იყო დაფუძნებული. თავიდან დავითრგუნე, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ ანგარება სულაც არ ყოფილა ცუდი თვისება, რადგან მისი დახმარებით უფრო კეთილად ვიქცევით და ამან ცოტათი დამამშვიდა.

ახლა, როცა ცოტა უფრო გავიზარდე და ჩემს თვალსაწიერში გაცილებით მეტი განსხვავებული ადამიანი ასრსებობს, მიხარია, რომ თურმე ვცდებოდი. აღმოვაჩინე, რომ თურმე სხვებიც არსებობენ, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდი. ცოტანი კი არიან, მაგრამ ესეც საკმარისია დაინახო თუ როგორია იყო ადამიანი, რომლის თვითმიზანიც მხოლოდ კეთილი საქმეების კეთებაა. არ ვიცი, რამდენად ბედნიერები არიან ისინი ან რა რჯით, რომ თითოეულ მახინჯ წარმონაქმნს თან ჰყვებიან. ალბათ ის, რომ უბრალოდ სხვანაირად უყვართ სამყარო. ისე, როგორც ჩვენ არავინ და არაფერი გვყვარებია.

Posted on 19/05/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. შემოგევლე, რა სხვანაირი ხარ! მომწონს, ის რომ ანგარებაშიც კარგი დაინახე. :*

  2. მეც დამმართნია ეგრე: როცა მოხუცი მათხოვრისთვის ფული მიმიცია დაუფიქრებლად, .. მაგრამ გამოცდის დროს, რავიც.. არ ვფიქრობ მაგაზე, იმიტომ რომ გულჩვილობის მომენტები მოულოდნელად მოდის, ხან კარგ ხასიათზე ვარ, ხან ვღელავ და მინდა რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს, ხან ისე უბრალოდ, შევხედავ და განვიცდი..
    მოკლედ, შენ არ იდარდო, მთავარია ბავშვი იყოს ცეცხლგამძლე :დ

  3. Di@, kevana, მიყვარხართ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: