ეჭვიანთა მძიმე ხვედრი

რამდენიმე წლის წინ მეგონა, რომ ეჭვიანი ვიყავი. რაზე ვატყობდი არ ვიცი, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე, მახსოვს ნერვები იმაზე მეშლებოდა, რომ აწი ჩემს საკლასო ოთახში სხვა ბავშვები ისწავლიდნენ და ვინ იცის, ვინ მიისაკუთრებდა ჩემს მერხს, რომელსაც 6 წლის განმავლობაში, ჩემს პირად საკუთრებად მივიჩნევდი. ახლა რა შეიცვალა არ ვიცი, მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემგან ეჭვიანი ადამიანი არ დადგება, რადგან:

1. თუ რამე მაინტერესებს, პირდაპირ ვიგებ. წინასწარ არაფერს ვეჭვობ.

2. აზრად არასოდეს დავუშვებ ისეთ რამეს, რასაც რეალური ფაქტებით ვერ დავამტკიცებ და რაც არ მაწყობს.

3. საერთოდ არ მჭირდება ეჭვიანობა.😀

ამის წერა ახლა მხოლოდ ერთ ადამიანზე დაკვირვაბამ გადამაწყვეტინა. ასეთი ბევრი არსებობს, მაგრამ მე მხოლოდ ამ ერთის მსხვერპლი გავმხდარვარ. როცა ეკითხები, როგორია, როცა ეჭვიანობს, გპასუხობს, რომ ეს ყველაზე საშინელი და მტანჯველი პროცესია, რას შეიძლება მის გონებას დაატყდეს. ისიც, რომ დარწმუნებული არაფერშია, რაღაც ორ აზრს შორის არის გაჩხერილი, მაგრამ მაინც უარესისაკენ იხრება, რადგან სასოწარკვეთილი პესიმისტია. “მგონია” და “ვიცი” მისთვის ერთი და იგივე ცნებებია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ფანტაზიის უნარიც ხელს უწყობს, რათა უკეთ გაიაზროს და ჩამოაყალიბოს ის, რაც ჰგონია. ეჭვიანობის ბოლო ეტაპი კი უკვე აფეთქებაა და ვაი იმ ობიექტს, ვინც მსხვერპლის როლში აღმოჩნდება.

მოკლედ, არ ვიცი რა დამოკიდებულება ვიქონიო ასეთი პათოლიგიით შეპყრობილ ადამიანებთან. ხან მეცოდებიან, ხან მეცინება მათ სიბრიყვეზე, რადგან რაღაც აზრებს აღრღნევინებენ გონებას და სხვებსაც ტვინს უჭამენ. ერთხელაც არ მოუვათ აზრად, შეეშვან ვარაუდებს და ადამიანურად გაარკვიონ რაც აინტერესებთ.

Posted on 29/05/2011, in სხვადასხვა and tagged . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. არ ესმით ამდენი, იფუჭებენ ნერვებს და უნადგურებენ სხვასაც…

  2. სხვა სხვის საქმეში ბრძენია

    • სანამ სხვისი საქმე მე არ შემეხება, იქამდე ჩუმად ვარ ხოლმე😛

  3. მგონი შენ ეჭვიანობ და თავის დასამშვიდებლად წერ :დდდ გამოტყდი :დ

    • lol :)) არა, სხვა შემთხვევაა. გახსოვს რომ ვამბობდი, ისე გამოდის, თითქოს რამეს სპეციალურად ვაკეთებდეთქო? აი, მაშინ მოხდა რაღაც და მომეშალა ნერვები ეჭვიან ხალხთა მოდგმაზე😛

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: