სატყუარა

ვინც მიცნობს, კარგად იცის როგორ მიყვარს ცხოველები. მნიშვნელობა არ აქვს შინაური იქნება თუ გარეული, თუნდაც მტაცებელი. თუმცა, რამდენადაც მიყვარს, იმდენადვე მეშინია მათი. საკმარისია რომელიმეს კბილი ჩემს სხეულზე წარმოვიდგინო, რომ ძრწოლა მიტანს და წივილ-კივილით გავრბივარ.

ერთ ჩემს მეგობარს ძალიან ლამაზი ლაიკა ჰყავს, სახელად – ჯესი. ჯესის მხოლოდ ფოტოებიდან ვიცნობ. ვიცი, რომ ძალიან ჭკვიანი და წყნარი ძაღლია და არავის არაფერს ერჩის. ჰოდა, დღეს ჩემი მეგობარი მიცხადებს:

– მარი, იცი შენზე რაღაც ექსპერიმენტი მინდა ჩავატარო.

რა თქმა უნდა დავინტერესდი, ჰოდა მეუბნება:

– შენ ხომ ცხოველები ძალიან გიყვარს? ხომ იცი, ჩემი ჯესი როგორი წყნარი ძაღლია, არავის ერჩის და უყეფს. ჰოდა, მაინტერესებს, უცხო რომ შევუშვა მისი სამყოფელის ახლო-მახლო, თუ გაბრაზდება და დაუყეფს.

რა თქმა უნდა, ეს ამბავი მთელი დღის სასაცილოდ მეყო. მერე რაღაც-რაღაცები უკეთ რომ მოვიფიქრეთ, გადავწყვიტე დავთანხმებოდი.

ჰოდა, ვზივარ ახლა და ველოდები, როდის გავხდები ძაღლის სატყუარა, რომელიც, შეთანხმების თანახმად დაბმული იქნება და თუ რამე, მე მხოლოდ მისი ყეფის მოსმენა მომიწევს, დანარჩენები კი შორიდან მითვალთვალებენ.

რატომღაც იმედი მაქვს, რომ ჩემი იქ შესვლით ჯესი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს თავის მშვიდ ხასიათს. თუ არა და სირბილი მაინც ვიცი კარგი  :D

Posted on 07/06/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. მააააარ, ხო ცოცხალი ხარ? :დ ხმა გამეცი, ქალო :დ

  2. “შენ ხომ ცხოველები ძალიან გიყვარს? ხომ იცი, ჩემი ჯესი როგორი წყნარი ძაღლია, არავის ერჩის და უყეფს. ჰოდა, მაინტერესებს, უცხო რომ შევუშვა მისი სამყოფელის ახლო-მახლო, თუ გაბრაზდება და დაუყეფს.” >> შემიშვით და დავცოფავთ ერთმანეთს :))))))😦

  3. აუ გამეცინა :დ
    ჰა, დაევასე ძაღლსაც ხომ?: ))))

  4. მე მგონია ლაიკა არ შეგიყეფს, თუ კარგად არის აღზრდილი :დ

  5. me myavs siberian husky. gaachnia agzrda gawvrtnas, tu kargadaa agzrdili yepasac ki ver gaigeb. dzalian chkviani jishia da zogadad arasashishi

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: