მეორე კურსის ბოლოს

სკოლიდანვე მძულდა რეფერატების, საპრეზენტაციო მოხსენებების და მსგავსი “ზოგადსაკაცობრიო ნაშრომების” წერა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეათე კლასში, ჩემი მიკრონეზიის შესახებ სიმწრით დაწერილი რეფერატი გაურკვეველ სიტუაციაში გაუჩინარდა. ჰოდა მეც მთელი გულით ამოვიძულე რეფერატებიც და უდანაშაულო მიკრონეზიაც.

წელს, რადგან უკვე მეორე კურსს ვამთავრებ და უკვე ყველა საგანში საპრეზენტაციო თემებს გვთხოვენ, მოვალეობას ვეღარსად გავექცეოდი. გავიკეთე სათვალე და დავიწყე არც ისე ცნობილი ფირმების მოძიება. რა თქმა უნდა, ისე მაინც ვერ მოვახერხე, რომ რამდენიმე საგანში ერთი და იგივე პრეზენტაცია გამომდგომოდა, ამიტომ რამდენიმე ღამის გათევა დამჭირდა, ინგლისურენოვანი მასალის გადმოსათარგმნად და დასამუშავებლად.

მთავარი მაინც სულ სხვა იყო: როგორ გამოვსულიყავი 200 ადამიანის წინასე ისე, რომ არც ენა დამბმოდა და არც რამე შემშლოდა. ამ ფიქრებში და შიშში დამათენდა და დილის 10 საათზე, ჩემი რეფერატით ხელში მაღლივის მეორე სართულზე ვერჭვე. 11 საათზე ლექტორი მოვიდა, დაგვხედა და თავისი დოქტორანტი დაგვიტოვა შემფასებლად. ამ ფაქტმა ჩემი მოცახცახე ხერხემლის გაჭირვება ოდნავ  ჩაახშო და გავთამამდი.

თურმე ჯერ სად ხარ. 1 საათი ისე გავიდა, რომ 3 წლის გადასაყენებელი ვინდოუსი კომპიუტერში ძლივს ჩაიტვირთა. მერე მივხვდით, რომ პროექტორი იყო გაფუჭებული და აუდიტორიის გამოცვლა დაგვჭირდა. მერე კიდევ ერთი საათი სხვისი პრეზენტაციების მოსმენაში გავიდა. ჩემი რიგი კიდევ არ მოდიოდა. მერე კიდევ ერთი საათი გავიდა და უკვე ნახევარმთვარეების ხატვა დავიწყე, გარშემომსხდომთა სახეებით. მერე ესეც მომბეზრდა და სელფ-შოტების გადაღება დავიწყე. ამასობაში ჩემმა უძილობამ და უჭმელობამაც თავისი გაიტანა და გადავწყვიტე 15 ქულა სანაგვეზე მომესროლა. თუმცა ზუსტად 5 საათიანი ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, ჩემი რიგიც დადგა.

ჩემდა გასაკვირად ნერვიულობა სადღაც გამქრალიყო. ტრიბუნიდან ისე დამაჯერებლად გადმოვდექი, არც ხმა მიკანკალებდა და არც დავბნეულვარ. ისე დაქოქილი ვლაპარაკობდი, თავი დემაგოგი პოლიტიკოსი მეგონა😀 საბოლოოდ მაქსიმალური შეფასებაც ავიღე და სახლში ამაყად მოვლასლასდი.

მივხვდი, რომ როცა საქმე ასეთ რამეს ეხება და თან ჩემსავით მშიშარა ხარ, იმ მდგომარეობამდე უნდა მიხვიდე, რომ სულ აღარ გაინტერესებდეს როგორ ილაპარაკებ ან რა ქულას დაგიწერენ. მთავარია ბავშვი იყოს ჯანმრთელი😀

Posted on 15/06/2011, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 14 Comments.

  1. კოლაში გამიკეთებია რაღაცები მაგრამ საბედნიეროდ აარსდროს მინერვიულია❤

  2. მე მიყვარდა უნიში სახალხო რეფერატები.

    ბოლო–ბოლო რაზე დაწერე? მაინტერესებს ნაშრომი :პ

  3. რა ლამაზია აქაურობა? (აბა სხვაგან სად დამეწერა :დ )

  4. @ ვეკო, სახელმწიფო ვალებზე, ფირმა “სვოჩზე” და რაღაც სტრატეგიაზე.

    @ LiLaC, გმადლობ :*

  5. რა კარგად გამოიყურება აქოურობა🙂

  6. მაგარი ხარ რა! : )
    ეს ავატარი რომ შეცვალე… რაღაც უცნაური გრძნობა მაქვს: ))

    • მართლა? რა გრძნობა? ადრეც ეს ავატარი მეყენა, ზაფხულში🙂

      • ლამაზია…. ადრე სევდიანი იყო, ახლა მხიარულია: )
        მე მიყვარს პრეზენტაციები, ”მუღამის დაჭერა” უნდა🙂

  7. მეც მინდა ეგეთ მდგომარეობამდე მისვლა… სულ მიჭირს ტრიბუნაზე გამოსვლა და ჩაბარება… არადა სკოლაში არ მიჭირდა დაფასთან გამოსვლა :შ

    • იცი როგორ უნდა იყო? აი, ძალიან ცუდად რომ ხარ უკვე და ოღონდ იქაურობას მოშორდე და თუ გინდა სულ რომ დახევ იმ რეფერატს. ჰოდა მაშინ უკვე მართლა ფეხებზე გკიდია როგორ მოყვები და არც ნერვიულობ.

  8. exla agmovachine sheni blogi da ragac dzaan mominda dakomentareba :))imitom rom zustad igivenairi ragac shememtxva pirveli kursis dasasruls,2011 wlis ivnisshi:)) pinalur gamocdaze i unda dagvecva chveni temebi +oponireba gagvewia sxisi,vigac erti jgufelis temistvis, dilis 10ze ro daiwyo gamocda, gavida 1, 2,3…4, 5 saati zustad chem shemtxvevashic:))) ubralod gansxvaveba isaa rom chemi rigi mainc ar movida arada sastikad mshioda, medzineboda,vbrazobdi da mechkareboda sadgac.vejajgane lektors, jgufelebs, (gamovichine max tavi=)) )da damitmes rigi.arc ki maxsovs matla sad wavida nerviuloba da saertod rogor da ra vilaparake .erti is maxsovs rom vlaparakobdi dzalian chkara,daprogramebuli robotivit, martla pexze mekida , madlobt, ukacravad naxvamdis da gamovixure karebi. 33 kula iyo maximaluri, da 33 ive chems angarishze dajda sul ragac 3 dgeshi ;))) dzalian kargi gamocdileba iyo :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: