Read Only

არავის არ უნდა ათხოვო ანდაზების წიგნი თუ არ გინდა რომ შთაგონების წყაროს გარეშე დარჩე, თანაც უვადოდ.  – ეს ისე, თავის გასამართლებელ არგუმენტად. ხოლო, როცა რამის დასაწერად ხელები გექავება და არ იცი საიდან დაიწყო, ადექი და დაწერე ის, რაც პირველი მოგივა თავში.

მართლაც, რატომ უნდა სთხოვო ვინმეს ანდაზების წიგნი? ესეც ხომ რამე რომანი არ არის, რომ ერთხელ წაიკითხო და თაროზე შემოდო ან პატრონს დაუბრუნო? მაგრამ ამის ახსნას ხომ ვერ დაუწყებ ვინმეს? მე რომ ვინმეს წიგნი ვთხოვო და ასე მიპასუხოს, ხომ მეწყინება? პრინციპში, ეს მე არ მემუქრება, რადგან არასოდეს ვთხოულობ წიგნებს (სახელმძღვანელოები არ ითვლება). ჩემდა სამარცხვინოდ, არასოდეს მინდება ისე რამის წაკითხვა, რომ წიგნი ბიბლიოთეკაში ვეძიო ან ვინმეს გამოვართვა. თუ მაინც მომინდა, ავდგები და ვიყიდი. ერთხელ წაკითხვა მაინც არ მეყოფა და თვეობით ხომ არ დავიდებ ვინმეს ნივთს სახლში? – ესეც ასე, გულიც მოვიოხე.

აბა სხვაგან სად მეთქვა ეს, თუ არა ჩემს ბლოგზე? ამიტომაც მიყვარს ბლოგიდან ლაპარაკი. აქედან არავის ვაბრაზებ და არავის ვეხუმრები ბოროტად, ჩემი მახინჯი ჩვევისამებრ, რომელიც უკვე რჯულზე უმტკიცესია. სწორედ ამის ბრალია, რომ მირჩევნია ყველას ნერვები დავაწიწკნო, ვიდრე ვუთხრა, როგორ მიყვარს ისინი. ალბათ ასე არც იქნებოდა საინტერესო და უბრალოდ, მორიგი “დადებითი გამვლელი” ვიქნებოდი. ან ამათ რას ვერჩი, მშვენიერი ხალხია. სულ გიღიმიან და ცდილობენ რამე კარგი გითხრან. გულს უხარია, ბოლოს და ბოლოს. აბა, ვის სიამოვნებს ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც შეუძლია ყველა შენი უაზრო ქმედება ადეკვატურად აღიქვას და გაგაკრიტიკოს. ასეთის თანდასწრებით ყოველთვის დაკომპლექსდები და ვერც ფრთებს გაშლი თავისუფლად. სამაგიეროდ სხვები ყველა შენს საქციელს ტაშს დაუკრავენ და აღფრთოვანებით შეხვდებიან. მერე რა, რომ ნახევარი ვერ გაიგეს რაც თქვი.

ჰოდა, მეც მეშინია კრიტიკის და გავურბივარ ყველას, ვისაც ვერაფერს გამოვაპარებ. საერთოდაც, მე რომ მეშინია, ნეტავ თუ ეშინია ვინმეს ამდენი რამის? არადა, სამართლიანად მეშინია ყველაფრის და თავდაცვის მექანიზმიც კარგად მიმუშავებს, თუმცა მოუშორებელ ჩვევებს მაინც ვერაფერს ვუხერხებ. ზოგჯერ, ზოგი ჩვევა ისე მბეზრდება, რომ უკვე გული მერევა. სწორედ ასეთი მობეზრების სიმულირებას ვცდილობ ახლა და დავუცდი ერთი, სანამდე შევძლებ ამ რეჟიმში სუნთქვას.

Posted on 21/06/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. “გააღეთ [ბლოგის] სარკმელი
    სიტყვა მაქვს სათქმელი” :დ :დ

    ისე, ჩვენში დარჩეს და მეც მეშინია ხოლმე…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: