წერილი მომავლიდან

ამ ტეგ-თამაშმა, როგორც იქნა, ჩემამდეც მოაღწია. მიხარია, რომ მშვენიერი შესაძლებლობა მომეცა საკუთარ წარსულს კიდევ ერთხელ დაველაპარაკო და რაღაც რაღაცები ვურჩიო. ახლა რომ მახსენდება, 15 წლის ასაკში ისეთი შეშინებული და მარტოსული ვიყავი, რომ სულ ვოცნებობდი, ნეტავ ვინმე ჩემნაირი, ჩემზე უფროსი არსებობდეს, რომ ცოტა ჭკუა დამარიგოს-მეთქი. ალბათ მაშინ ყველაზე მეტად მჭირდებოდა 5 წლით უფროსი ჩემი თავი, რომელიც ჩემს ენაზე დამელაპარაკებოდა და მეც უსიტყვოდ ვენდობოდი.


მარი, შენ ახლა 15 წლის გახდი. გწყინს, რომ შენი დაბადების დღე ისევ ისეთი უაზროა, როგორიც ყოველთვის იყო, ათასი სტუმრით, სადღეგრძელოებითა და მაგიდასთან მოუსვენრად  ჯდომით. მინდა გაგახარო, რომ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება ასე😛 (კაი ხო, მე რას მეჩხუბები?). 

ახლა, 24 საათს სარკესთან ატარებ. გიხარია, რომ შენმა ორწლიანმა ვარჯიშმა და თვითგვემამ გაამართლა. გახდი და მშვენივრად გამოიყურები, ოღონდ მაგ თმის საღებავებს და ერთ ტონა მაკიაჟს თავი დაანებე. ვიცი, ასე ცდილობ შეეჩვიო, რომ უკვე გაიზარდე და ეზოში დაჭერობანას თამაში აღარ შეგეფერება, მაგრამ სულ ტყუილად.  მალე მოვა დრო და მიხვდები, რომ არ ღირს შენი თავი გისოსებში გამოკეტო და ისევ მიჰყოფ ხელს შენებურ ბოდიალს.

მარ, ახლა რომ იცოდე როგორ მშურს შენი. ყველაზე დალაგებული და პოზიტიური წელი გელის. ყურადღებით იყავი და არაფერი გამოგრჩეს. ნუ ხარ ეგეთი პესიმისტი და მშიშარა. იმ მათემატიკის ახალი მასწავლებლის შიშით სკოლას ნუ აცდენ. ვიცი, წელს ეგ არის შენი ყველაზე დიდი ტკივილი, მაგრამ სულ მალე მოიშორებ თავიდან. სხვათა შორის, ტყუილად გგონიათ, რომ ყრუა. ყველაფერი მშვენივრად ესმის, რაც აინტერესებს.  :D

ჰო, კიდევ მაგ რაღაცებს ტყუილად წერ, მაინც არ გამოგადგება. შენი მომავალი პროფესია უკვე გადაწყვეტილია, მაგრამ არ გეტყვი, რადგან ვიცი გეწყინება (დაოკდი ახლა და ნუ მიყვირი). ნუ გეშინია, მინიმუმ 5 წელი მაინც არ შეიცვლები და “ფულის მონა მონოპოლისტი” არ გახდები, როგორც შენ ეძახი. რაც მთავარია, ხელოვნების და მუსიკის გაკვეთილებს ნუ გააცდენ. მალე ისეთ რამეებს ისწავლი, რაც ყველაზე მეტად შეგიყვარდება.

ეგეთი გულმოწყალე და ბოთე როდემდე უნდა იყო? ახლავე დაიწყე გვერდიდან პარაზიტი ადამიანების ჩამოცილება. ასე 2 წლის საქმეს მოიშორებ წინასწარ. ნუ ჰყვები თან ყველას, ვინც ამას არ იმსახურებს. ეს ბოროტება არ არის, ეს მხოლოდ ჭკვიანური საქციელია (ნუ ჯუჯღუნებ, მალე თვითონვე მიხვდები).

მარ, ვიცი ახლა შენს კოლოფში ზიხარ და იცი, ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. თუმცა გამოსვლაც გეშინია, რადგან გგონია დაიბნევი. არაფერიც. ახლა რასაც მოინდომებ, ყველაფერს ძალიან ადვიალდ მიაღწევ. უბრალოდ ცოტა ამბიციურობა უნდა გამოიჩინო. არა უშავს, მალე ყველაფერს ისწავლი. მალე შენს მწვანე ფერს დაინახავ და ქვეყნად ყველაზე დიდი ოპტიმისტი გახდები. იცოდე, ყურები არასოდეს ჩამოყარო. რაც არ უნდა მოხდეს, არაფრის გამო არ მოკვდები!

ესეც ასე🙂 ალბათ ახლა აღარ გგონია, რომ 5 წლის შემდეგ ადამიანთა მოდგმა აღარ იარსებებს. ისიც აღარ გონია, რომ მარტო ხარ და არ მახსოვხარ.

ჭკუით იყავი და ხშირად იფიქრე ჩემზე. :*

სიყვარულით

შენ

ვტაგავ ნინიტოს, დიანიკოს, და ანანოს

Posted on 22/06/2011, in სხვადასხვა and tagged , , . Bookmark the permalink. 16 Comments.

  1. ჰაა? მსუქანი იყავი?? არ მჯერა🙂

    • ჰო, 13 წლის ასაკში, სიმაღლეში ზრდა რომ დავასტოპე, მერე სიგანეში წავედი. იმის მერე საჭმელტან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა😀

      • მეც ეგრე ვიყავი, ერთი გრძელი პერიოდი მუდმივად ვდიეტობდი, მაგრამ ბოლო წელია დავრწმუნდი, რომ მადა არსად დამკარგვია🙂

      • ერთ წიგნს მოვძებნი და გათხოვებ. მერე ნახავ რაც მოუვა შენს მადას.

  2. ისე, არ მახსოვს ჩემი მეთხუთმეტე დაბადების დღე ;/

  3. მარიიიი რა კარგი ხარ❤ თბილი და გულწრფელი🙂

  4. პოლ ბრეგის წიგნს თუ გულისხმობ, “დანა–ჩანგლით გათხრილი სამარე” ან რამე ეგეთი, არ მშველის🙂🙂🙂

    • არა, ჯეინ ფონდასია😀 იქ ბევრი საინტერესო რამ წერია საჭმელზე, ვარჯიშებზე და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესზე🙂

  5. მე მაქ წერილი შენახული, რომელიც თუ ხწორად მახსოვს 2005ში დავწერე :დ :დ
    რამოდენიმე თვის წინ გადავიკითხე და მხოლოდ იმიტომ არ დავხიე, რომ ჩემი ნაწილია მაინც მასში, თორე გამოსაჩენი არააა მაინცდამაინც :დ :დ

    • აუუუ, რა საინტერესოააა… არასოდეს გამოაჩენ? დამეტაგე მაინც. აუ, გვანახე რააააა

      • ეხლა ვრა, გავიდეს კიდე ერთი წელი მაინც… შევეგუო

  6. დავწერ უახლოეს მომავალში❤

  1. Pingback: წერილი მას « Phantom

  2. Pingback: წერილი მომავლიდან ანუ აწმყოდან… « სამყარო, სადაც ვცხოვრობ მე…

  3. Pingback: წერილი მას | WooglePress - გაიგეთ რას კითხულობენ ახლა სხვები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: