“შენგან ყველაფერია მოსალოდნელი”

დიდი ხანია შევეგუე, რომ ჩემს მეგობრებს (და ზოგადად ახლობელ ადამიანებს) ჩემგან არაფერი უკვირთ. არ უკვირთ, რაც არ უნდა ვიხუმრო.  როცა მეკითხებიან, რას ვაკეთებ, არც ის გაუკვირდებათ თუ ვეტყვი, რომ ხელში ნიჩაბი მიჭირავს და საკუთარ სამარეს ვთხრი, ან რომ ატომურ ბომბს ვიგონებ, ან დროში ვმოგზაურობ.

“შენგან ყველაფერია მოსალოდნელი” – ეს არის ამ დამოკიდებულების მთავარი მიზეზი. ვფიქრობ და ვერ გამიგია, როდის ერთხელ ვუნახივარ რომელიმეს ღრუბლებზე მწოლი, კოსმონავტის სკაფანდრში გამოწყობილი ან გარეულ ცხოველებთან ერთად “დაჭერობანას” მოთამაშე, მაგრამ ფაქტია, რომ მათთვის ჩემგან ეს ყველაფერი ძალიანაც მისაღები იქნებოდა.

ერთ-ერთი ჩვეულებრივი სიტუაცია:

გუშინ, გამოცდამდე 2 საათით ადრე უნივერსიტეტის ეზოში ვერჭვე და რაღაცებს ვიმეორებდი. იქვე, კიბეზე მოვკალათდი, რადგან ჩანთა მთელი წლის კონსპექტებით მქონდა სავსე და კინაღამ მხარი მეღრძო მისი თრევით. ამასობაში თიკოც (ჩემი მეგობარი) მოვიდა, მე კი ხუმრობით შევჩივლე, რომ გამოცდაზე შესვლა მეშინოდა, რადგან სიცხის გამო, ჩემი იღბლიანი ჟაკეტი არ მეცვა. სხვათა შორის, გაუკვირდა კიდევაც, რადგან გამოცდაზე  არასოდეს ვუნახივარ იმ ჟაკეტის გარეშე მისული. მერე კი თვალი ჩემი მძიმე ჩანთისკენ გაექცა და კატეგორიულად, სრული სერიოზულობით მომთხოვა მისი გახსნა. დარწმუნებული იყო, რომ ჟაკეტი თან მექნებოდა წამოღებული. ბოლოს, როგორც იქნე დავარწმუნე, რომ ჩემი საყვარელი მოსაცმელი არც მაისურის ქვეშ მეცვა და არც ჩემს ჩაინთაში მქონდა ჩაკეცილი.

ჰოდა, ასეა სულ. მართალი რომ ვთქვა, ეს ფაქტები ძალიანაც მამხიარულებენ, მაგრამ ვერ გამიგია, რატომ ვგონივარ ადამიანებს ისეთი რამეების გამკეთებელი, რაც არასოდეს მომივა თავში აზრად.

Posted on 26/06/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. მარუჩ

    hhahahahhhhhhaaaaaaa =D beevri viciine =DDD

  2. აი რავიცი, რავიცი, მე მაგალითად ვერ წარმოვიდგენ შენ რომ შენს ჩვეულ მწარე ხუმრობას გადაეჩვევი.. გულის სიღრმეში არც მინდა რომ გადაეჩვიო :დ :*

    • ლოლ😀😀 შენს ტყავზე რომ არ გამოგიცდია ჩემი ხუმრობა, იმიტომ ამბობ მაგას😀

      • შენ მწარედაც ხუმრობ??🙂 არ არსებობს🙂
        მე კიდევ მგონია, სულ ემენდემსებს ისვრი პირიდან სიტყვების მაგივრად🙂

      • მთავარია თვალში არავის მოვარტყა ემენდემსი :))

  3. მარტო თვალში უმიზნებ? :დ :დ

  4. ♥ Miss.Catalan.. ♥

    მომეწონა =)) ისე,რა იცი,შეიძლება მოგივიდეს კიდეც თავში ისეთი გიჟური რაღაცები,რაც შეიძლება შენ თვითონ გაგიკვირდეს,მაგრამ არა შენს გარშემომყოფთ.. =)

  5. ცუდი არ უნდა იყოს, შენგან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს რომ ელოდებიან… იმჰო, რა თქმა უნდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: