მზის დარტყმა

ახლა ვფიქრობდი და ძლივს გავიხსენე, რა გადამიტანია ცხოვრებაში, ყველაზე ცუდი და ბოლოს ისევ 5 წლის წინანდელ მზის დარტყმაზე შევჩერდი. მშვენიერი ზაფხული იყო. თავისებურად მზიანი. უფრო სწორად, იმდენად მზიანი, რომ მზემ ჩემს თავის ქალაშიც კი ჩააღწია და მას შემდეგ, მთელი წელი ქრონიკული თავის ტკივილები მჭირდა.

ჰო, ახლა რატომ გავიხსენე ეს? ალბათ იმიტომ, რომ ვცდლობ გავიხსენო, რაოდენ ძლიერი ვყოფილვარ და რა საშინელი რამეები შემიძლია ავიტანო, თან ისე, რომ არაფერი შევიმჩნიო. ახლაც ასე ვარ და ჯერჯერობით სულ სიცილ-ხარხარით ვიტან ყველაფერს.

ახლა რას ვიტან:

1. უკვე ერთ თვეზე მეტია სიმარტოვის დეფიციტი მაქვს. საითაც არ უნდა წავიდე, ყველგან ხალხი. გარეთ ხალხი, სახლში ხალხი (დროებით, მაგრამ მაინც). არადა, უბრალოდ არ შემიძლია დიდხანს ადამიანთა გარემოცვაში ყოფნა. სახლი კი ერთადერთი ადგილია, სადაც შემიძლია (შემეძლო) სრულიად მშვიდად ვმჯდარიყავი და თუნდაც რამე ნაწარმოების ნოტები გამერჩია.

2. გამოცდები მაქვს, მე კი არ შემიძლია რომელიმე ოთახში წყნარად მოვკალათდე დივანზე და კონსპექტებში ჩავიძირო. მიწევს მეცადინეობა ტრანსპორტში, უნივერსიტეტის მე-11 კორპუსის უკან, ზოოპარკში… ყველგან, ოღონდ სახლში არა..

3. ძილი ფაფუ…  დილის 7 საათზე (ზუსტად 7 საათზე) ჩემი ზედა მეზობლის სახლში სარემონტო სამუშაოები იწყება, რაც კედლების ბურღვასა და ნგრევას გულისხმობს. ეს ხმაური, საშუალოდ, შუადღის 2 საათამდე გრძელდება. საკვირველი ისაა, რომ ასეთ ხმაურში მაინც ვცდილობ ნერვები არ დამაწყდეს და ვცდილობ ბურღის ჟრიალი ჩანჩქერის ხმად წარმოვიდგინო… როცა ეგეც არ ჭრის, ვაღებ პირს და იმ ხმაურის ფონზე ყველაზე დაბალი ნოტიდან ავდივარ ყველაზე მაღალზე (რაც ფიზიკურად შემიძლია). დაბალი რეგისტრი უკვე ისე კარგად მაქვს გავარჯიშებული, ვფიქრობ რამე როკ ჯგუფში ხომ არ დავიწყო სოლისტობა😀

მერე, გამოსაფხიზლებლად, ისევ ერთი ტონა ყავა და ღამე ისევ უძილობა..

4. მზე და სიცხე… 3 დღეა ზედიზედ მაქვს გამოცდები. რა თქმა უნდა, იქიდან პირდაპირ სახლში მოსვლა არაფრით არ შემიძლია… განსატვირთად ვიწყებ სეირნობას… მაგრამ ყველგან მზეა, სადაც მე მარტოს წასვლა არ მეშინია.  სამაგიეროდ მზის ენერგიით ვიკვებები და სანამ ინტოქსიკაცია დამეწყება, იმედია რამე შეიცვლება.

5. ჯანმრთელობის გაუარესება. მგონი ტვინში ნათხემის ფუნქცია მაქვს დარღვეული, რადგან წონასწორობის პრობლემები გამიჩნდა. თავს მკვეთრად ვერ ვაბრუნებ და ჭრელ ფერებს ვერ ვუყურებ ისე, რომ თავბრუ არ დამეხვეს. ჰო, კიდევ ჩემი ასტიგმატიზმიც თავისას შვრება და უკვე ელამი მგონია თავი.

6. ყველა მენატრება. არა, აღარავინაც აღარ მენატრება, რადგან ეს გრძნობა უკვე გადამიგვარდა. მეგობრებსაც კი ვეღარ ვნახულობ ხშირად. ხან მე არ მცალია, ხან -მათ და ვართ ასე😐

არადა ძალიანაც მხიარულად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. ამ ყველაფერს ისე ვუყურებ, როგორც მესამე პირი. ოღონდ არ ვიცი, როდის მიმტყუნებს ეს დაცვის სისტემა და ფსიქიატრიულში მომიწევს თავის ამოყოფა.

Posted on 02/07/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. აუ, მზის დარტყმა მაქვს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ეს სიცხე ძააან მოქმედებს ჩემზე. ყოველ წამოდგომაზე თავბრუ მეხვევა :(:(

  2. ეჰ, სიცხე, გამოცდები, სტრესი და ამას დამატებული უძილობა:/ უჟას!

  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ნუ,იმედია არ გიმტყუნებს და ყველაფერი კარგად იქნება(არ მომწონს ეს ფრაზა,მაგრამ ასე ვფიქრობ =( )

  4. იმედია, დროებითია ეს ყველაფერი🙂 ისე, პლიუსი ყველაფერს აქვს. ეს სიმძიმეები რომ არა, ასეთ გემრიელ პოსტს ვერ დაწერდი🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: