ბოლო 2 დღე

ღრმა ბავშვობაში მეგონა, რომ 20 წლის ასაკში, დაჩაჩანაკებული, თმაგათეთრებული, სათვალეებითა და ჯოხით მოსიარულე მოხუცი ვიქნებოდი. საერთოდ, მეგონა, რომ ყველა მოხუცი 20 წლის იყო (მოგვიანებით ამ ზღვარმა 40 წლამდე აიწია). ჯოხით სიარულის რა გითხრათ, მაგრამ ჭაღარა თმა მართლაც არ მაკლია და სათვალის კვალიც მუდამ მკაფიოდ ატყვია ჩემს ცხვირს. ეს კი ალბათ იმის ნიშანია, რომ 21 ივლისი ახლოვდება და სულ მელე, ჩემი ასაკის აღმნიშვნელი რიცხვი უკვე ორიანით დაიწყება. არ ვიცი ამით რამე შეიცვლება თუ არა, მაგრამ მგონია, ჯერ ძალიან პატარა ვარ იმისთვის, რომ 20 წლის გავხდე. ჰოდა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ საჭიროა ცოტა გავიზარდო და დავჭკვიანდე.

დაჭკვიანება სხვისთვის არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ ჩემთვის პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლებასთან, დასერიოზულებასთან და დამოუკიდებლობასთან ასოცირდება. ვიცი, მალე თინეიჯერობა ხელს დამიქნევს და ბევრი სისულელე აღარ მეპატიება.

აი, მხოლოდ ეს არის ჩემი გეგმა, რაც უახლოეს მომავალს უკავშირდება და რასაც ყველა ჩამჩიჩინებს, რომ დროა ფრენას თავი დავანებო და რაციონალურად მოვიქცე. სინამდვილეში კი სულაც არ მაქვს იმედი, რომ რამე თვისებას მოვიშლი ან გადაწყვეტილებების მიღებისას პრაგმატულად აზროვნებას შევძლებ. ასაკის მატება ძალიან უბრალო მიზეზია იმისათვის, რომ რამენაირად შევიცვალო. იმედია ისეთი არაფერი დამემართება, რაც გონებას რადიკალურად შემომიბრუნებს და დაპროგრამებულ რობოტად მაქცევს (რისიც ყველაზე მეტად მეშინია).

ჰო, ერთი რისი შეცვლაც მკაცრად მაქვს გადაწყვეტილი ის არის, რომ გამოცდები დროულად ჩავაბარო ხოლმე და შუა არდადაგებზე აღარ მომიწიოს უნივერსიტეტში ბოდიალი!

ესეც ასე! სულ ორი დღეღა დარჩა. შემდეგ პოსტს ალბათ უკვე “დამრგვალებული” დავწერ!🙂

Posted on 19/07/2011, in სხვადასხვა, me, myself, I. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. ვაუ, უკვე იქნები 20 :დ
    მე როგორ გითხრა არაფერი შეიცვლება მაინც–თქო?🙂
    ჰო და, ჯერ ძალიან გამიხარდა შენი პოსტი რომ დავინახე და თან სულ მალე დაბადების დღეც გქონია.
    მაგარია❤

  2. ადრეა ჯერ, მაგრამ გმადლობ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: