International green day :D

დილა მშვიდობისაო, ყოველ დილით ასე მესალმება საკუთარი თავი და ასე იწყება ყოველდღიური დიალოგი ჩვენ შორის. თუმცა, წელიწადში ერთხელ, გამონაკლისსაც უშვებს და როგორც კი ოთახში მზის პირველი სხივი შემოანათებს, მაშინვე  ბურდღუნით მამცნობს:

– გაიღვიძე მარ, გილოცავ, დღეს 20 (ამ შემთხვევაში) წლის გახდი.

– გაჩუმდი ერთი…

გადავბრუნდები და თავს ბალიშში ვრგავ. მთელი 8 საათიანი ძილის განმავლობაში ნათლად მახსოვს რა დღეც მელის და ვცდილობ ძილი რაც შეიძლება დიდი ხნით გავიხანგრძლივო, რომ ლოგინიდან ადგომა და ტელეფონის ჩართვა არ დამჭირდეს.

ყველაზე საკვირველი ფაქტი, რაც ჩემს დაბადების დღეებს უკავშირდება ის არის, რომ ვერასოდეს ვიხსენებ, რა მოხდა გასული წლის ამ დღეს. არადა, ზოგჯერ მგონია, ისიც კი მახსოვს როგორ დავიბადე. თითქოს, ნათლად ვხედავდე, როგორ მაწუხებს მოუსვენრობა, როგორ გადავწყვიტე, ვადაზე ერთი თვით ადრე დამენახა ქვეყანა, მერე მთელი ორი დღე თავი გავიგიჟე, არავის დავემორჩილე, როცა ცდილობდნენ შევეჩერებინე და ბოლოს, 21 ივლისის, დილის ხუთის ნახევარზე, თბილისის ერთ-ერთ სამშბიაროში (ახლა რომ შარაშიძის სამედიცინო ცენტრი ჰქვია) გავაჭყიტე თვალები. ჩვეულებრივ ახალშობილზე ბევრად პატარა და განუვითარებელი ვიყავი (რვათვიანობის გამო), თუმცა თავი ისე მეჭირა, თითქოს ყველაფერს ვხედავდი და მესმოდა.

ასე გავები ამ გაუგებრობაში. მას მერე, არაერთხელ მიფიქრია, ნეტავ რა მრჯიდა, საით მოვიჩქაროდი, რომ ავაწრიალე ქვეყანა, ან ნეტავ სწორად თუ მოვაგენი და მისამართი ხომ არ შემეშლია-მეთქი. თუმცა, ეს ადრე იყო. ახლა თანდათან ვეგუები და აღარც იმდენად მერიდება დედამიწის დამძიმება, ჩემი წილი 60 კილოგრამით. ბოლო-ბოლო, უკვე 20 წელია აქ ვარ და უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში.🙂

ჰო, აქ კიდევ რაღაცებს ვწერდი, მაგრამ დანარჩენს ვშლი! ისედაც ბევრი ვიოდიალე🙂

Posted on 21/07/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. M..E...D...E...A

    gilocav :*

  2. გილოცავ, დამრგვალებულო🙂

  3. ააააა…… ჩემი მწვანე და მრგვალასაკიანი :დ :*

  4. მიყვარხართ :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: