რატომ არ ვწერ?

1 წლისა და რამდენიმე თვის წინ, როცა ბლოგერობას მივყავი ხელი და აქტიურად დავიწყე პოსტვა, საერთოდ არ ვიცოდი, რაში მჭირდებოდა ეს საქმიანობა. უბრალოდ ვერთობოდი და დღემდე ვფიქრობ, ბლოგერობით მხოლოდ დამატებითი გასართობი და საფიქრალი გავიჩინე. ყველა სიტუაცია გონებაში პოსტად იქცეოდა და მერე ბლოგის გვერდებზე ქვეყნდებოდა. მაშინ დიდი ენთუზიაზმით ვაკვირდებოდი სტატისტიკებს, საძიებო სიტყვებს და ვიყავი ასე, ბედნიერად.😀

ახლა რა ხდება? თუ აქაურ კალენდარს შეხედავთ, მიხვდებით რა სიხშირითაც ვაგრძელებ პოსტვას. ნელ-ნელა მივდივარ ბლოგიდან და ჩემი აქ ყოფნაც აღარ იგრძნობა. ვითომ მომბეზრდა? – არა. აბა, იდეები გამომელია? – არა და არა! ეს ამბავი ჩემი ბრალი სულაც არ არის. უბრალოდ, როცა 1 თვის წინ, Google Reader-დან ლინკების ამოშლა დავიწყე, ვფიქრობდი, რომ ამდენი პოსტის კითხვა სულაც არ იყო აუცილებელი, როცა ახალს მაინც არავინ არაფერს ამბობს. ასე ვარ მეც. სხვებს რომ თავი დავანებოთ, მე მგონია, რომ უკვე საკმარისზე მეტი მაქვს ნათქვამი. იმაზე მეტიც, ვიდრე საჭიროა ვინმემ იცოდეს ჩემზე. არადა, არც აქტუალური თემების განხილვა მიყვარს და ყოველთვის ვერიდები საკუთარი აზრების მკვეთრად დაფიქსირებას, რადგან ეს ყოველთვის კამათს იწვევს და სულ არ მეხალისება აქ ვინმესთვის რამეს მტკიცება.

ჰოდა, ასე. დავწერ მაშინ, როცა მომინდება, რამე ვთქვა  და არა იმის გამო, რომ არიქა, პოსტი მაქვს დასაწერი.

Posted on 29/07/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 4 Comments.

  1. +1
    ზუსტად იგივეს ვიტყოდი მეც : )))

  2. მეც მასე ვფიქრობ ხოლმე როცა კალენდარს შევხედავ და 1 კვირაა არაფერი დამიწერია. მაგრამ მე არ კი არა ვერ ვწერ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისდაგამო, ძალიან ძალიან მინდა ხოლმე წერა მაგრამ სათქმელი აღარაფერი მაქვს ხოლმე :ო

    • ჩემთან ის განსხვავებაა, რომ სათქმელი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არაა ბლოგზე დასაწერი, რადგან… და მერე უამრავი მიზეზი. აწი მხოლოდ მაშინ დავწერ, როცა მომინდება, რომ რამე ამოვთქვა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: