რასაც ვერასოდეს გავიგებ

სულ ვამბობ, რომ ნებისმიერი ჯიშის ადამიანს შეიძლია გავუგო. ჩემ გარშემო, იმდენად განსხვავებული ტიპაჟები მოძრაობენ, რომ სხვანაირად ვერც შევძლებდი გარესამყაროსთან ინტეგრირებას. ისიც ბევრჯერ მითქვამს, რომ თითქმის აღარაფერი მაკვირვებს და უაზრო, ნაუცბათევად წამოსროლილი ქმედებების მიმართ, მხოლოდ ცალყბა ღიმილია ჩემი საპასუხო რეაქცია. თანაც, აფექტური მოქმედებები ზოგჯერ მეც მახასიათებს (ისევე როგორც ყველას) და ვინც მიცნობს, იცის როგორც უნდა გაატაროს ეს ამბავი. დანარჩენებთან კი ვერიდები ასეთი სისუსტეების გამოვლენას  :D

ამჯერად აფექტურ ქმედებებზე ვაპირებ ყურადღების გამახვილებას. ალბათ ყველას ჰყავს ისეთი მეგობარი ან ნაცნობი, დაუფიქრებლად ლაპარაკი რომ უყვარს და მერე ხშირად უწევს ბოდიშის მოხდა. ან არც უწევს, რადგან თვითონაც ვერ ხვდება რას აშავებს. ზოგისთვის არც არის შემაწუხებელი. ზოგჯერ ვფიქრობ: მერე რა? ყველა სიტყვას ხომ ვერ დაუკვირდება ადამიანი? ან ყველა ქმედება როგორ უნდა აკონტროლო ისე, რომ სისულელე არაფერი ჩაიდინო. გაუგებ და “აპატიებ” ერთხელ, მერე მეორდაც… მესამედ უკვე მიხვდები, რომ ეს პიროვნება ბუნებით ასეთია და უბრალოდ, არც იცის სხვანაირად როგორ მოიქცეს. ან მოკლე დროში ვერ ასწრებს ადეკვატური ქმედების მოფიქრებას და შესაძლოა 5 წუთში ინანოს კიდავაც თავისი წამოსროლილი სისულელე, მაგრამ მაინც, პერმანენტულად იმეორებს ერთსა და იმავეს.😐

ერთადერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ ისაა, რომ სისულელეა ასეთების საქციელში რაიმე ლოგიკის მოძებნა (რასაც ადრე ვცდილობდი და არაფერი გამომივიდა). სისულელეა მოუძებნო გამართლება, რომ ის უბრალოდ ასეთია და უნდა “დაიკიდო”, თუნდაც ძალიან უტაქტოდ მოგმართოს.  სიმართლე მხოლოდ ის არის, რომ ის შტერია და მხოლოდ მაშინ გამოსწორდება, როცა ვინმე ცხვირ-პირს მიუნაყავს, უაზრო გამოხდომების გამო.

Posted on 02/08/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. დატოვე კომენტარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: