შორს

ზაფხული ისე მოვიდა და თითქმის უკვე მიილია, ვერც ვერაფერი გავიგე. ჯერ იყო და ლექციები ივნისის ბოლომდე გაგრძელდა, მერე გამოცდების დამთავრებას ძლივს დავაყენე საშველი და საბოლოოდ, მხოლოდ აგვისტოღა შემრჩა თავისუფალი. გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის სრული თავისუფლება მეჩუქებინა და ყოველგვარ ვალდებულებაზე ხელი ავიღე (ანუ სამსახურზე). ჩემს თავს უნდა მივხედო-მეთქი მოვიმიზეზე და ვარ ახლა ასე. გარეთ იშვითად გავდივარ, მაგრამ ვცდილობ, თავისუფალი დრო რაც შეიძლება კრეატიულად გამოვიყენო. რაღაცებს ვსწავლობ, ზოგ რამეს ვიხსენებ (მაგალითად ზოგიერთ ცეკვას და ვაშლის პეროგის მომზადებას), უამრავ ფილმს ვუყურებ, ვვარჯიშობ და საღამოობით ვსეირნობ. მოკლედ, მშვენივრად ვიქნებოდი, რომ არა ერთი რამ: ყველასგან შორს ვარ.

სულ ვამბობდი, რომ ზაფხულში ქალაქგარეთ წასვლა არ მიყვარდა და მერჩივნა სახლში დავრჩენილიყავი. შარშან ჩემი გავიტანე და ასეც მოვიქეცი, მაგრამ წელს, ვატყობ, უკვე ვეღარ გავძლებ ასე. ვერ ვისვენებ, რომ არ ვიცი ჩემი მეგობრების ასავალდასავალი. სად არიან, რას აკეთებენ, როგორ ერთობიან… არ ვიცი როგორ არის ციყვი თავის სოფელში ან მარი – რაჭაში (მეც უნდა წავყოლოდი, მაგრამ ვერ მოვახერხე). ჰო, კიდევ ქეთი რას აკეთებს ბათუმში… ვერ მომისვენია, რომ მათს ამბებს დაწვრილებით ვერ ვგებულობ. კარგი იქნებოდა, ყველას ჰქონოდა ბლოგი და ნათაის, ანასა და ქეთის მსგავსად ყოველდღიურად ეწერათ თავიანთი ამბები. რომ ვკითხულობ, ასე მგონია, მათთან ვარ და მიხარია😀

ჰოდა, რამდენიმე დღეში, მეც წავალ სადმე. ცოტა კი მეზარება, მაგრამ აქ მაინც აღარავინ დარჩა. მაინც მშვენივრად გავერთობი, დილაობით გარეთ ვისეირნებ, მერე რამე წიგნს წავიკითხავ და საღამოობით რაღაც-რაღაცების დასათვალიერებლად ვივლი, თან ყველა კუთხე-კუნჭულს ფოტოებზე აღვბეჭდავ😀

Posted on 04/08/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 5 Comments.

  1. ნათიას, ანასა და კეიტის ამბები კი ვიცით ზეპირად ;დ

  2. მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო… იცი რამდენი ხანია შენი პოსტები არ წამიკითხავს?😦 ჰოდა, ამასობაში ძალიან ბევრი წასაკითხი დამიგროვდა. ჩავირთავ მუსიკას ბლოგზე რომ გიდევს მარჯვნივ და შევუდგები კითხვას მუსიკის თანხლებით (ხვალვე უნდა ავანაზღაურო, ხვალვე! შენი და რამოდენიმე ბლოგის დღე მაქვს)

  3. @ ირმის ნახტომი: ჰო, გენი მაინც გვანებივრებენ სიახლეებით.
    @ ადო: სულ ტყუილად გრცხვენია. ეგ არაფერი🙂

  4. DavidNamdvili

    ვაშლის ნამცხვარი მომინდა.

  5. ბედნიერო, შენ დრო მაინც გაქვს მაგისთვის ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: