ამტანები

რა კარგია, როცა სისხამ დილით გაძვიძებული, აივანზე გახვალ, სუფთა ჰაერს ღრმად ჩაისუნთქავ და ჩაიბურდღუნებ “ცხოვრებავ, რა მშვენიერი ხარ, შე ოხერო”. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ძალიან მალე გვავიწყდება ის ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად ვიტანთ. ასატანი კი იმდენი რამ არის… ზოგისთვის, ზაფხულის სიცხით დაწყებული, გარშემო მყოფთა ხუშტურებით დამთავრებული. მართლაც და, დაფიქრებულხართ, რამდენ დარეხვილს იტანთ გარშემო?

ჩვენს მას ვიტანთ, რადგან ვიცით, რთული ბავშვობა ჰქონდა. მერე რა, რომ სულ რაღაცაზე ჯაჯღანებს და ფეხებს ფშეკს?

ჩვენ მას ვიტანთ, რადგან ნათესავია. მერე რა, რომ სულ იმაზე ფიქრობს, რამეს გამოგრჩეს?

ჩვენ მას ვიტანთ, რადგან ვიცით, დიდი განსაცდელი აქვს გადანატანი და მერე რა, რომ სულ რაღაც ეწვის და სულ იგესლება?

ჩვენ მას ვიტანთ, რადგან ვიცით, მის იქით გზა არ გვაქვს. მერე რა, რომ მუდამ მისი კაპრიზების შესრულება გვიწევს?

ჩვენ ის გვიყვარს, რადგან გვჯერა, რომ რაღაც ღირსება მაინც გააჩნია. მერე რა, რომ ვერავის იტანს, ვინც მას სჯობს?

ატანა და გაძლება მოგცეთ ღმერთმა. თუმცა, ჯობია მოერიდოთ, რამდენადაც შეძლებთ🙂

Posted on 06/08/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 10 Comments.

  1. დიდი მადლობა! :)))))
    შენც ასევე, ამტანობა და გამძლეობა

    • გაიხარე🙂 კეთილი იყოს შენი მაუსი ჩემს ბლოგზე😀

  2. ფეხებს ფშეკს მაგარი იყო🙂

  3. აუჰ საჩემო თემაა😀 სულ ასეთ გარემოცვაში ვარ. ჯერჯერობით მშვიდად ვარ მაგრამ მალე ავფეთქდები ალბათ.

  4. როგორ მეჯავრება ზოგჯერ ვინმეს ატანა ჩამოთვლილთაგან რომელიმე მიზეზის გამო :შ ზოგჯერ მინდა რომ ყველას ვუთხრა, იდინახუი !

  5. ძვიძები მეც მიყვაააარს :დ :დ :დ
    ვიძვიძოთ :დ თუ როგორაა, ენა მომტყდა :დ

    პ.ს. არ წაშალო, მე მომწონს :დ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: