მოკარნახე ფურცლები

მწვანე და ლურჯი, ერთმანეთზე მიწებებული, ორი პატარა ფურცელი

საგულდაგულოდ დაკეცილი, მერე დაჭმუჭნული, და გაცვეთილი

მელანი ისე გადასულა, ვერც ვარჩევ ნაწერს.

ოჰ, ყოველთვის მავიწყდებოდა შარვლის ჯიბეების გათავისუფლება, გარეცხვის წინ. მერე კი, როცა გაშრებოდა, შემთხვევით წავაწყდებოდი ხოლმე, პატარა ფურცლის ნარჩენებს. ჰო, ეს ჩემი მოკარნახე ფურცელია. შპარგალკა! საკონტროლო წერის წინა დღით გამზადებული და შარვლის უკანა ჯიბეში დამალული. მათ გამოსაყენებლად არც მოხერხება მყოფნიდა ოდესმე და არც გამბედაობა. თუ ვინმე წამასწრებდა, ჯერ სირცხვილით უნდა დამწვარიყავი, მერე კი ალბათ დავისჯებოდი კიდევაც. თუმცა, იმისთვის, რომ საკონტროლოზე (და ახლა უკვე გამოცდაზე) იმედიანად ვმჯდარიყავი, აუცილებლად უნდა მცოდლნოდა, რომ “მარტო” არ ვიყავი და თან ყოველთვის მახლდა რაღაც, რაც რთული სიტუაციისაგან მიხსნიდა.

ასეა ახლაც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩემი მოკარნახე ფურცლები თანდათან გაიზარდნენ ზომაში. მე კი მათ გარეშე აღარაფრის გაკეთება მინდა. იქ ყველაფერი წერია, რაც მაინტერესებს და რისი მიხვედრაც ძალიან მიჭირს დამოუკიდებლად. ისინიც გულმოდგინედ მკარნახობენ და მეც მათ რჩევებს მივყვები. საკვირველი ისაა, რომ 100%-ით მჯერა, იქ ყველაფერი სწორად წერია და არც არასოდეს შემაქვს ეჭვი. რომც შევიტანო, რა? სხვა გზა მაქვს რამე? ჰოდა, რომ არ მაქვს, ამიტომ დამჩემდა ეს წყეული შიში:

რომ ერთხელაც ჩემს ფურცლებზე სულ სხვა რამე ეწერება, რაც სულაც არ არის ჩემი წასაკითხი.

Posted on 07/08/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 7 Comments.

  1. ერთხელ ჩემს ცხოვრებაში მეც გავაკეთე შპარგალკა (სკოლაში საკონტროლოსთვის), მაგრამ ვერ გამოვიყენე, რადგან წინის წინა დღით დედაჩემმა ჯინსი რომ გამირეცხა, იქ ჩამრჩა და ასე გამოვიდა არიელში გარეცხილი ნაფლეთი :დ :დ

  2. ერთადერთხელ გავაკეთე შპარგალკა, სკოლაში, რუსულის საკონტროლოსთვის, მაგრამ წერაში შემომესწავლა ის ტექსტი და აღარც დამჭირვებია🙂
    შპარგალკა არა, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის ბოლო თუ ბოლოსწინა წელს ერთი-ორჯერ შუალედურზე სრული უცოდინარი წავედი და მერე აღმოჩნდა, რომ მაინც კარგად დავწერე. არადა, სმაილები დავხატე რამდენიმეგან, სადაც პატ.ლექტორი მიხვდებოდა, რომ ცოდნა აღარ მეყო. ეტყობა, გაჭრა🙂

  3. მეცცც ხშირად ვაკეთებ მაგგვარ შპარგაალკებს, ძალიან ხშირად. ვფიქრობდი რომ ეს ჩეემთვის ანგელოზივით იყო,რომელიც მე მეხმარებოდაა ოღოოონდ ამ სიტუაციასი ეშმაკის როლს ასრუულებდა,რომელიც დათვურ სამსახურს მიწევდა..მაგრამ ეხლააა ვნანობ და შენც გირჩევ რომ, შპარგალკკებს შეეშვაა დაა შენი მახსოვრობით დაწერო რადგანაც, შემდეგ ძალიან გაგიიჭირდება ეს , თუ თავიდანვეეე არ ივარჯიშე ამაში … პ.ს ყველგან კი ვერ მოახერხებ მაგას : დ

  4. უჰ მაშინ რამდენი თავხედი კლასელი მყოლია .. :დ მგონი ჯობია სხვა კლასსში გადავიდე ; დ

    • მე კი მგონია, რომ შპარგალკის და ზოგადად მსგავსი დახმარებების გამოყენება სულაც არ არის ცუდი საქციელი, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს. ეგ იგივეა შენზე ჭკვიანს უსმინო და დაუჯერო

  5. Jason Evans

    კი მაგრამ როდესააც სწავლობ იმ ყველაფერს ის უფრო კაია თუ ფაქტიურად როდესაც ვიღაცა გკარნახობს?? :დ ნუ თუ გკარნახობს და თან შენც იმახსოვრებბ მთლად კაი მარა.. :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: