რად უნდა ამას სათაური

ალბათ სულაც არ არის ნორმალური საქციელი, ღამის სამ საათზე ტელეფონით “შეიარაღებული” იწვე და უკანასკნელ 3 მეგაბაიტს სისულელის დასაწერად ხარჯავდე, მაგრამ აბა კედლებზე ხომ არ დავიწყებ წერას, როცა რაღაცის თქმა ძალიან მინდა?
ჰოდა დავიწყე:
ახლა, თბილისიდან შორს, ბორჯომის ხეობაში ვიმყოფები. დიდი წუწუნისა და ჯაჯღანის მიუხედავად, ჩემი მაინც ვერ გავიტანე და სახლის დატოვება მომიხდა. მეც, მსხვერპლის როლს შეგუებულმა, მორჩილად შევაგროვე ჩემი ბარგი, უამრავი გასართობით კბილებამდე შევიარაღდი და უხალისოდ გავეშურე რკინიგზისაკენ.
მატარებლით მგზავრობა ერთი კაიფია, როცა გეძინება და თან ანდრეა ბოჩელის “Chiara” გაქვს აჩემებული. ყველაფერი კი ისევ ნაცნობი და შინაურული დამხვდა, როგორც ოდესღაც დავტოვე. მიკვირს, რატომ ვგრძნობ აქ თავს ისე, თითქოს საკუთარ ეზოში დავაბიჯებდე. სულ ასე ვიცი რაღაცების მითვისება, არადა 1 ახლობელიც კი არავინ მყავს ახლომახლო. უბრალოდ, მგონია რომ ჩემია და მორჩა!
სამწუხაროდ, ტელეფონს ფოტოაპარატს ვერ ვუკავშირებ, რომ ფოტოების ატვირთვა შევძლო. მომდევნო პოსტისათვის შემოვინახავ. ახლა კი ვიტყვი, რომ სულაც არ მცივა ამ საშინელ საბანში, ტანზე რომ ზვინივით მაწევს. მთავარია ჩემი სისხლის გამშრობი მწერები, მთელს ხეობაში არსად მოიპოვება და მეც თამამად დავძრწი ყველგან. უკვე ყველა ნაცნობი ადგილი შემოვისეირნე და გავიხსენე. ხვალიდან ისევ განვაახლებ “ლაშქრობას” და იმდენ მწვანე ფოტოს გადავიღებ, მთელ წელს რომ მეყოს.
ჰოდა, წავედი ახლა, თორემ ამომეწურა ლიმიტი და “Chiara”-ს ტექსტს ვეღარ წავიკითხავ და მომიწევს ისევ “ბოდიშის” ძახილი:mrgreen:

Posted on 10/08/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 2 Comments.

  1. მშვიდ დასვენებას გისურვებ🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: