დასვენება და ქსენოფობია

მგონი არ არსებობს მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც ჩემებრ ეჯავრება არდადაგებზე ქალაქის დატოვება. ალბათ ასე არ იქნებოდა, რაღაც გარემოებებს რომ არ შეეწყო ხელი, მაგრამ ალბათ ამ ამბავს კარგა ხანს ვეღარ შევცვლი. ყველა მიზეზსაც რომ შევეშვა, დასასვენებლად სადმე წასვლა იმიტომ მაინც მგონია უაზრობა, რომ არდადაგები ჩემთვის ისედაც დასვენებას გულისხმობს და სულ არ მგონია აუცილებელი, აბარგდე, რამდენიმე საათი მგზავრობაში გაატარო, მერე სადღაც მიხვიდე, იქ რამდენიმე დღე იყო და ისევ უკან დაბრუნდე – აი, ამას ნიშნავს ჩემთვის დასასვენებლად წასვლა, რასაც ტანჯვას უფრო დავარქმევდი.

ზუსტად არ მახსოვს, რამდენი რამის წაკითხვა მოვასწარი 1 კვირის განმავლობაში. მგონი, მთელი წლის გეგმა შვიდ დღეში შევასრულე და ბოლოს, მარაგი რომ ამომეწურა “ფრაქტალურ გეომეტრიას” მივადექი. ფრიად საინტერესო დარგია. უბრალოდ, ნერვები უნდა გქონდეს.

აი, ასე გამოიყურება სახლი, სადაც უკვე მესამე წელია “ვისვენებ”. მაინც ვერ გავიგე, ზუტად რამდენი სართულისაგან შედგება, მაგრამ იდეალური ადგილია, თუ გინდა რომ სადმე დაიკარგო. არ ვიცი რამდენი წლის წინ ააშენეს, მაგრამ გავიგე, რომ თავისევე პატრონის მიერვე ყოფილა დაპროექტებული. თავიდანვე, რაც ყველაზე მეტად მომეწონა ის იყო, რომ ჰოლი ძალიან ჰგავდა გრიფინდორის საერთო ოთახს. იქიდან კი რამდენიმე მიმართულებით ადიოდა კიბე, ზედა სართულებზე.

რა თქმა უნდა, ჩასვლისთანავე ბარგი ოთახში დავალაგე და მაშინვე სასეირნოდ გავიქეცი. ყველაფერი ძველებურად დამხვდა. უფრო სწორად, თითქმის ყველაფერი. უცნაურად მეჩვენა, რომ ყველა მხრიდან უცხო ენაზე საუბრის ხმა მესმოდა. გამიხარდა, რომ ტურისტებმა აქამდეც მოაღწიეს, თუმცა ეს სიხარული მალე კინაღამ დაუოკებელ ქსენოფობიაში გადამეზარდა. ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მაგრამ ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როცა ვინმე თავზე გახტება, როცა რიგში დგახარ, ბორჯომის წყლის ჭაბურღილთან. თანაც შენი ენა არ ესმის, როცა მოუწოდებ, თავის რიგს დაელოდოს. არც ისაა სასიამოვნო, როცა ვერ გამჩნევს, რომ ჯერ შენ ისვრი ტირს, ის კი დგას,  რეპეტიციების გავლას იწყებს და სულ არ ადარდებს, რომ ხელს გიშლის. საბაგიროს რიგშიც არაა სასიამოვნო, როცა ვინმე თავზე გაბიჯებს, მერე შენს ინგლისურს იწუნებს და ბოლო ხმაზე გაჰკივის რაღაც სიმღერას. ვიცი, ასეთი ქართველიც ბევრი მოიძებნება, მაგრამ სხვის თვალში ხომ უფრო ადვილია ბეწვის დანახვვა. (დაგასწარით, ეს არგუმენტი არარ გამოგადგებათ)

ჭაბურღილის გზა ისევ ასე დამხვდა. გზა კი არა, ერთი ბეწვის ხიდია, ნაპრალებით სავსე, რომელიც მდინარე “ბორჯომულაზე” გადადის. მერე, საცალფეხო ბილიკი მოსდევს და იქვე თვით ჭაბურღილის “შებობაც” დგას.

გული მწყდება, რომ ასე გაპარტახებულია აქაურობა. საერთოდაც, დიდად მოვლილი არაფერი მეჩვენა იქ. ქეჩებშიც ბლომად ყრია ნაგავი და მდინარის ნაპირებზეც. სამაგიეროდ, პარკს ყვებიან თან. ახლა შესასვლელი კარის გადაღებვა წამოუწყიათ.


გამიხარდა, რომ პარკში შესასვლელი ბილეთის ფასს (50 თეთრს) ჯერ არ მოუმატია. ალბათ ეს იმის ხარჯზე, რომ იქაური ჰაერისა და ბილეთების ბეჭდვის თვითღირებულება არ შეცვლილა:mrgreen: პირიქით, ბილეთის ნაცვლად ახლა მხოლოდ სალაროს ქვითარს სჯერდებიან😀

ჰო, აღმშენებლობის მხირავაც არის რაღაც წინსვლები. ეს სასტუმრო, ფაქტობრივად, ჩემ თვალწინაა “გაზრდილი”. გარე ფასადის სახე უკვე გამოიკვეთა.

მის მოპირდაპირე მხარეს კი ასეთ სურათებს წააწყდებით

დანარჩენს სხვა დროს გავიხსენებ. ბონუსად კი რამდენიმე ფოტო

გიგანტური ჭადრაკი, ვიღაცის აივანზე

მიყვარს ხიდები და ვეცადე იმდენი გადამეღო, რამდენსაც ვნახავდი. ესეც ერთ-ერთი მათგანი

პარკის დასაწყისი. ხედი საბაგიროდან😀

ნისლში მოცურავე მთები

პლატო, ავდრის მოლოდინში

ესეც ასე!

Posted on 16/08/2011, in სხვადასხვა and tagged , , , , , , . Bookmark the permalink. 6 Comments.

  1. ჰარი პოტერი გამახსენა მაგ ჭადრაკმა :დ

  2. DavidNamdvili

    და ბოლოს: “ჩემი ფეხები”–ო…

  3. ფოტოები კარგია….

    ჰეჰ, გამიკვირდა ბორჯომი ასეთ დღეში რომ არის😦

  4. აუ საუკეთესო პოსტი შენს ბლოგზე❤ ძალიან მომეწონა და აი თითქოს დოკუმენტურ გადაცემას ვუყურებდი ან მეც იქ ვიყავი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: