რასაც ვერასოდეს გავბედავ

სულ ვამბობ, რომ მე მშიშარა ვარ. თანაც საკმაოდ უცნაური რამეების მეშინია. ალბათ ზოგი ვერც წარმოიდგენს რომ ადამიანს, რომელიც ტყეში მარტო დასეირნობს და ცხრასართულიანი შენობის სახურავის კიდეებზე დაჭერობანას თამაშობს, საერთოდ რამის შეეშინება.

ახლა კი დავფიქრდი და კინაღამ სიაც კი ჩამოვწერე, რამდენ რამეში მიშლის ხელს ჩემი წრუწუნასავით მშიშარა გული. ალბათ, მომავალშიც ბევრჯერ დავბრკოლდები ამ თვისების გამო და უამრავ შანსს გავუშვებ ხელიდან, რომ რამეს მივაღწიო. მერე კი მწარედ ვინანებ და საკუთარ თავზე გავბრაზდები. თავსაც ვერაფრით გავიმართლებ, როცა ვხედავ, ჩემი თანატოლები რარიგ პრაგმატულად წყვეტენ ისეთ საკითხებს, რასაც მე ვერასოდეს გავბედავდი. ის მაინც არ ვიცოდე, რომ ჩემს ასაკში, დედაჩემი უკვე უზარმაზარი ფაბრიკის მთავარ ბუღალტრად მუშაობდა, ჩემზე 5 წლით უმცროსი კი სულ მარტო წავიდა სასწავლებლად, უცხო ქალაქში და თავს ისე ართმევდა ყველაფერს, როგორც ზრდასრული ადამიანი.

მე კი შევცქერი ჩემს 20 წლის თავს და ვფიქრობ: საჭირო რომ გახდეს და სრულიად უცხო ქვეყანაში მარტოს მომიხდეს წასვლა, სადაც არც გზა ვიცი, არც კვალი, არც არავის ვიცნობ, როგორ მოვიქცეოდი? ჯერ მხოლოდ ორი პასუხი მოვიფიქრე: ან ცოცხალი თავით არსად გავადგამდი ფეხს, ან თუ მაინც წავიდოდი, პირველსავე დაბრკოლებაზე ტირილით გავსკდებოდი და შიშით გული წამივიდოდა.

რას ვიზამ. ვიცი, მთლად ჩემი ბრალიც არ არის ასეთი უნიათო რომ ვარ. ალბათ ცოტა კიდევ უნდა გავიზარდო, რათა აზრზე მოვიდე. მანამდე კი საკუთარი ნერვების მართვა უნდა ვისწავლო, რომ რთული მომენტების დროს ტირილის დაწყება არ მომინდეს და სადმე, “მოფარებულ” ადგილას გაქცევა არ დამჭირდეს😛

პოსტის იდეა Tamara-მ შთამაგონა. წარმატებებს ვუსურვებ მას და ყველა ასეთ გაბუდულ სტუდენტს, შორეულ ქვეყნებში რომ ებრძვიან ნოსტალგიას😀

Posted on 21/08/2011, in სხვადასხვა. Bookmark the permalink. 17 Comments.

  1. ნუთუ სულ ეს აარის რასაც ვერასდროს გაბედავ?:დ ნეტავ წამიყვანა სადმე ^^
    სმაგიეროდ მე ხიდიდან გადმოხტომას ვერ გავბედავ :პ

    • არა, სულ ეგ არ არის, მაგრამ ეგ ყველაზე მეტად მაწუხებს😐 ხუდიდან გადმოხტომაზე კი ტყუილად გწყდება გული. დიდი არაფერი ყრია მაგ საქმიანობაში😛

  2. გამოცდილებაა ყველაფერი : )) როცა საჭიროების წინაშე დგები, ბევრ რამეს აკეთებ და ხვდები, რომა დამიანების შესაძლებლობა უსაზღვროა.
    მე საკუთარ თავზე გამოვცადე🙂 ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი ვარ და ყველა სიძნელეს ადვილად ვუმკლავდები, მაგრამ წარსულთან შედარებით, ბევრად მეტი შემიძლია.

    ანუ, ძალიან ბანალურად რომ ვთქვა, ცხოვრება გასწავლის თვითონ : )))

  3. ex,davberdi da dgemde,sheni xasieti maqvs…

  4. კეთილი სურვილებისთვის მადლობა, მარი!
    შიშებს რაც შეეხება, ეგ არაფერი, მე მაინც მგონია, რომ შენ არ დამდგარხარ ისეთი საჭიროების წინაშე, როცა ამ გადაწყვეტილების მიღება გარდამტეხი აღმოჩნდება შენთვის. გზასა და კვალს რაც შეეხება, ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა, აი, ნამდვილი პრობლემები მერე გამოჩნდება ალბათ, დროის გასვლასთან ერთად🙂

  5. @ Natalia, @ tamara ჰო, ალბათ იძულებული რომ გავხდები, მერე შეიცვლება რამე.🙂

  6. წლები გვასწავლიან იმას რაც დღეებმა არ იციან… , არ არსებობს ამქვეყნად დაბრკოლება, რომელიც შენს ღიმილზე მაღალი იქნება… “გავაქროთ შიში” – “ცხოვერბა პატარა ბავშვს გავს მასსავით პატარაა და დასვრილი” წამოვაყენოთ, ჩავჭიდოთ ხელი და მასთან ერთად განვაგრძოთ გზა. = ))

    მომეწონა, გულახდილი პოსტია = )

  7. აუ ხო. მიას ვეთანხმები. გამოცდილებაა ყველაფერი.

    მე ვის რას ვეუბნები, მეც ეგრე ვარ.😦

  8. მეც მშიშარა ვარ😦

  9. მაცნობე სადმე თუ დააპირებ წასვლას
    სიამოვნებით გამოგყვები

  10. უცხო ქალაქში მარტო სასწავლებლად წასვლა? მმ, ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ მგონი, შევძლებდი…
    რასაც ვერ ვიტყოდი, ოთახში, სულ სიბნელეში, ორი წუთით მარტო გაჩერებაზე… მეხუთე სართულიდან გადმოხედვაზე.. ხიდიდან გადმოხტომაზე… გველისთვის თითის დადებაზე და ა.შ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: