ჩემი ფერადი ინსომნია

ზოგჯერ გვგონია, დროთა განმავლობაში ყველაფერი მეორდება. ხან ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს წრეზე დავდიოდეთ და ადრე თუ გვიან ყველაფერი თავიდან იწყებოდეს და მთავრდებოდეს. არ ვიცი რატომ, მაგრამ ბავშვობიდანვე, მთელი წელი ერთ რგოლად მაქვს წარმოდგენილი, რომელზეც საათის ისრის საპირისპირო მიმართულებით ვმოძრაობ. რგოლის მარჯვენა მხარეს ზამთარია, მარცხნივ კი გაზაფხული. გაზაფხული და შემოდგომა, შესაბამისად, ზედა და ქვედა რკალებს იკავებენ.  ახლა უკვე 21-ე ასეთ გროლზე ვიწყებ სიარულს. მარშრუტი იგივეა. ოდესღაც, ზამბარას ფორმის ცისარტყელათი რომ ვთამაშობდი, ზუსტად იმას გჰავს ეს ყველაფერი. რგოლები იდენტური და პარალელურია. განსხვავება მხოლოდ ფერებშია.

ახლა, აგვისტოს ბოლოა. ისე ცივა, თითქოს ზაფხული შეწუხდა ჩვენი გათბობით და ღონემიხდილს, სადღაც მიეძინა. საერთოდაც, ძალიან გაზარმაცდა მგონი. ჯერ, მთელი ივნისი წვიმით აგვავსო და ახლა, აგვისტოში გვყინავს. მე კი ჩაის უზარაზარი ჭიქით ხელში, აივანს მივაშურებ და რაიმე ფიქრს ავატკიებინებ თავს. შარშანაც ასე ვიქცეოდი და წელს მთლად უარესი მელის. შემოდგომა ჯერ არ მოსულა და უკვე ისე მცვივა თმა, მეშინია ზამთრამდე გამელოტება არ მოვასწრო. როგორ მიკვირს, რატომ ვარ ადამიანი, როცა ასე ხშირად ვამჟღავნებ ალვის ხის თვისებებს?😀 მათაც ჩემსავით ემართებათ, შემოდგომაზე, ხუნდებიან, მთელს სიმწვანეს კარგავენ და ბოლოს, უსიცოცხლო ჩონჩხს ემსგავსებიან. რას იზამ, ერთი სერია თუ არ დასრულდა, ისე ვერ დაიწყება  მეორე…

ჰოდა, რას გამოვხტი და მოსე მწერლობა გამვართე ამ შუა ღამიასას? უბრალოდ, არ მეძინება და არც კონცენტრაციის უნარი მყოფნის, რომ რამე წავიკითხო ან ფილმს მაინც ვუყურო. დანარჩენს ჩუმად, ზეპირად ვიფიქრებ. ეს კი, ალბათ, ამ ზაფულის ბოლო პოსტი იქნება ჩემს ბლოგზე.🙂

Posted on 26/08/2011, in me, myself, I and tagged , , . Bookmark the permalink. 3 Comments.

  1. ჩაის ჭიქა არა მაგრამ ჭიქა მიდევს თავისი გრაფინით… ყინულები ასხია შიგ და მეც ნელ-ნელა ვწრუპავ. ბევრი მომივიდა და მგონი, ცუდად ვარ.😦 კარგია მოსე მწერლობანა რომ აგიტყდა, მეც გამიღვიძე მუზა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: