ის სტუდენტია!

რთულია, როცა ერთი წლის განმავლობაში, ყოველ დღე, ერთსა და იმავეს ისმენ. რთულია, როცა გვერდით მყოფი ადამიანი მუდამ წუწუნებს, ვერ ისვენებს და მხოლოდ შენ შეგიძლია ის უთხრა, რისი გაგონებაც სურს. მოკლედ, აბიტურიენტობა რთულა, მაგრამ აბიტურიენტის დაქალობაც არაა იოლი საქმე.

მოუსვენრობა, ჯერ კიდევ 2 წლის წინ დაეწყო, როცა ეროვნულ გამოცდებზე საგულშემატკივროდ დამყვებოდა. დილის 6 საათზე წამოხტებოდა და გზაში მამხნევებდა “მარ, შენ მაგარი ხარ, ყველაფერს კარგად დაწერ…”, ხან მეხუმრებოდა, მოკლედ, ყველაფერს ცდილობდა, რომ არ მენერვიულა და კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. ისიც მახსოვს, როგორ მიყურებდა, პირველად უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს რომ მომადგა სახლში. ეგონა რაღაც განსაკუთრებული ხდებოდა ჩემს თავს. მას შემდეგ, ყოველ ღამე ესიზმრებოდა, როგორ დაამთავრებდა სკოლას და თვითონაც სტუდენტი გახდებოდა.

ანა ძალიან ნიჭიერია. ასეთი ბევრია, მაგრამ მას ყოველთვის განსაკუთრებული მიზნები აქვს. ძალიან უნდა, წარმატებული და ცნობილი ადამიანი გახდეს. ამისთვის ყველაფერს აკეთებს. სწავლა არასოდეს ეზარება. ოცნებობს მსოფლიო მოიაროს, რამდენიმე ენაც ესმის, თვითონვე ისწავლა. ბევრი იფიქრა მომავალი პროფესიის არჩევაზე. 2 წლის განმავლობაში რა აღარ მოიფიქრა, მაგრამ ბოლოს გადაწყვიტა, რომ “აღმოსავლეთმცოდნეობა” იყო მისი მოწოდება (სულ მიკვირდა, რატომ).

დღეს, მის ტანჯვასა და წამებას ბოლო მოეღო. არც მჯერა, რომ აწი აღარ იწუწუნებს, ვაითუ სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოვხვდეო. დარბის და ყვირის, რომ ამიერიდან სტუდენტია, კარგად ისწავლის და ყველაზე  მაგარი აღმოსავლეთმცოდნე გამოვა.

ვუყურებ და ცოტათი მშურს კიდევაც მისი. მე რომ ჩავაბარე, იმდენად ჩვეულებრივ შევხვდი ამ ამბავს, ვითომც არაფერი. არც ასეთი სიხარული მიგრძვნია და არც გულის ფანცქალს შევუწუხებივარ სწავლის დაწყებამდე. არადა, საკმაოდ დიდი წარმატებით მოვხვდი სასურველ ფაკულტეტზე.

ყველა აბიტურიენტს გილოცავთ, ვინც წარმატებით ჩააბარეთ. გამაგრდით, ყველაფერი ახლა იწყება😀

Posted on 29/08/2011, in სხვადასხვა and tagged , , , , . Bookmark the permalink. 9 Comments.

  1. მიულოცე ჩემგან ^^ მეც სტუდენრი ვარ 13 საათია :დ

  2. მილოცვები❤

  3. @ tamara, მართლა? მიხარია😀
    @ Chiamaria, მადლობა ^^

  4. მეც სტუდენთი გავხდი, თანაც აგმოსავლეთმცოდნეობაზე ჩავაბარე ასევე…. მაგრამ როგორც შენ არც მე არ მაქ განსაკუთრებული სიხარულის გრძნობა… ანას კი ვულოცავ… მგონი კურსელები ვიქნებით, თუ ჯავახიშვილში მოხვდა … : )

    • გილოცავ🙂 კი, იქ მოხვდა და კურსელები იქნებით. ჯერ ვერავინ იპოვნა თავისი კურსელი და გაუხარდება რომ ვეტყვი😀

  5. ეხლა როგორ ხასიათზეა, მოსწონს უნი? :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: