Movie Screenshots და “ემა”

უკვე მესამასედ ვხსნი ახალი პოსტის ფანჯარას ვერაფრით ვაღირსე, რომ Publish ღილაკს დავაჭირო. ან ახლა რას ვწერ? ვერაფერსაც ვერ ვწერ, მაგრამ რაღაც კი მინდოდა დამეწერა…

მოკლედ, ახალი ჰობი გავიჩინე. დღეში რამდენიმე ფილმს ვუყრებ და ყველა მათგანიდან სკრინშოტებს ვჭრი. ასე მეტი მოტივაცია მაქვს, რომ ფილმს უფრო მეტი ყურადღებით ვუყურო და როცა რამე მომეწონება, მაშინვე ამოვჭრა.

1-2 თვის წინ, ერთმა მეგობარმა მკითხა, ჯეინ ოსტინის “ემა” თუ გაქვს წაკითხულიო? ჰოდა, წიგნის ელ-ვერსიაც გამომიგზავნა, ინგლისურ ენაზე. რა თქმა უნდა, 312 გვედის ეკრანზე წასაკითხად, საკუთარი ნერვებიც დამენანა და თვალებიც. სამაგიეროდ, თურმე ამ რომანის მიხედვით გადაღებული ფილმიც არსებობს, თანაც რამდენიმე ვერსია.

გუშინწინ 3 ვერსია გამოვწერე. ორი მათგანი 1996 წელსაა გადაღებული. მესამე – 2009-ში.

მთავარი გმირი, ვიქტორიანულ ეპოქაში მცხოვრები გოგონაა, სახელად – ემა. ახლა ვფიქრობ და ვერ მომიფიქრებია, როგორ უნდა მოვყვე ამ ფილმის შესახებ?ჰოდა, მოკლედ ვიტყვი მთავარ დასკვას რაც ამ ამბიდან გამოვიტანე:

  • სხვისი პრობლემების გადაჭრა სულაც არ არის ცუდი საქციელი. როცა შეგიძლია მეგობარს დაეხმარო, ასეც უნდა მოიქცე. ცუდი ისაა, როცა ეს ჩვევა ცხოვრების აზრად გექცევა და ამის გამო, ადრე თუ გვიან,  აუცილებლად მოიმტვრევ ცხვირს.
  • ზოგჯერ, როცა რამეს ჩვენს საკუთრებად მივიჩნევთ, სათანადოდ ვერც ვაფასებთ ხოლმე და ვერც ვამჩნევთ. აზრზე მხოლოდ მაშინ მოვდივართ, როცა ვინმე მის წართმევას დაგვიპირებს. ვფიქრობ, ეს ბუნებრივია, მთავარია, გვიანი არ იყოს.
ესეც რამდენიმე ლამაზი სკრინშოტი🙂

Posted on 08/09/2011, in სხვადასხვა and tagged , , , . Bookmark the permalink. 8 Comments.

  1. ლამაზი კადრები დაგიჭერია ^^

  2. ასეთ ფილმებს რომ ვუყურებ, მგონია, ადამიანებს იმის მეტი პრობლემა, რომ გათხოვილიყვნენ და ეჭორავათ, არაფერი ჰქონდათ…
    ისე, რეალობას რომ გადავხედოთ დღეს, თითქმის იგივე ხდება, ოღონდ უკვე ტექნიკაა წინწასული და ტერმინებიც სხვაა🙂

    • ჰო, ეგ მეც მიკვირს. სხვა ყველაფერი უგლებელყოფილი აქვთ.

  3. გვინეტ პელტროუს ემაც კარგია და რომოლა გარაისაც. შარშან ზაფხულს ვუყურე ზუსტად ორივეს და ძალიან მომეწონა. რომოლა ჩემი ლიუბიმჩიკია ზოგადად :))

    სკრინშოტების გაკეთება მეც მიყვარს და თითქმის ყველა ფილმზე ვაკეთებ, თუ ძალიან დებილობა ფილმი არ გამოდგა, რა თქმა უნდა :))

    • გვინეტ პელტროუს ნახვა მეც მირჩევნია მაგ ფილშმი, მაგრამ დიდად მაინც არ მომწონს ეგ ვერსია.

  4. მი აძნაკოვა მეჩტაემ :დ ^^

    უუ, ერთია, ოსტინს რას ერჩით, რეალობა აღწერა :დ

  5. ძან ლამაზი სურათებია❤

  1. Pingback: “ემა”–ს კვალდაკვალ « Phantom

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: